https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„ვენდის“ ნოვატორული ინიციატივა ქართველ მომხმარებელს

12754996_1004563012916227_49845278_o

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში, ქათმის ხორცის იმპორტს, კომპანია „მარშესთან“ და „ბიუ-ბიუსთან“ ერთად 100 %-იანი ქართული ქათმის ხორცით ანაცვლებს და ყოველდღიურად ახალი ქართული ქათმის ხორცით დამზადებული მენიუს პრეზენტაციას მართავს. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში, 2015 წლის დეკემბრიდან, ამერიკული რესტორნების ქსელმა, „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“, იმპორტის უმეტესი წილი, ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით, ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

ეროვნული წარმოების წახალისება და ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, ასევე სოფლის მეოურნეობის ხელშეწყობა „ვისოლ ჯგუფის“ სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება სუპერმარკეტ „სმარტში“ გაუყინავი ყოველდღიურად ახალი ქართული ხპორცის, ქართული ყველისა და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება მომხმარებლისთვის.

„პროექტის „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში, ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონში ვსტუმრობთ და სეზონური ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და სმარტში არაკომერციულ ფასად რეალიზაციას ვახდენთ. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში, „ვენდისში“ ახლა უკვე ქათმის ხორცის იმპორტს 100 %-ით ქართული ქათმის ხორცით ვანაცვლებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოვედღიურად ახალი უმაღლესი ხარისხის ქართული ქათმის ხორცით დამზადებულ უგემრიელეს მენიუს შევთავაზებთ“ – აღნიშნავენ „ვისოლ ჯგუფში“.

„ეროვნული წარმოების ხელშეწყობით, ვისოლ ჯგუფს საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში“- აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი – სოსო ფხაკაძე.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს ვენდის რესტორნები

რუსთაველის გამზირზე

ვაკეში

სამების ტაძრის გვერდით

საბურთალოზე

ცინცაძის ქუჩა #37-ში

26 მაისის მოედანზე

აღმაშენებლის ხეივნის 13კმ-ზე

გორში

წყნეთში

მდებარეობს.

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში, ამიერიდან გრილზე შემწვარი ქათმის „ვრეპი“, „ბურგერი“, „ცხარე ქათმის ვრეპი“, „ცხარე ქათმის ბურგერი“, „ნაგეთსები“, „ნაგეთს-ბურგერი“, სალათი „ცეზარი“ – გრილზე შემწვარი ქათმით, სალათი „ცეზარი“ ცხარე ქათმით – ქართული ქათმის ხორცით დამზადდა.

2,582 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top