https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

„ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ“ – ჯაბა ჯიშკარიანი

Screenshot_2

20/30-ის ეთერში მერიის ირგვლივ შექმნილ აჯიოტაჟზე საკრებულოს დეპუტატმა, ჯაბა ჯიშკარიანმა კომენტარი გააკეთა. მისი აზრით ფატქთან დაკავშირებით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. მისი თქმით, მერია დიდი გამოწვევების წინაშეა და შეცდომა შესაძლებელია, თუმცა მთავარი მყისიერი რეაგირებაა.

“მერიის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურია. ადგილი აქვს არა სისხლის სამართლის დანაშაულს, არამედ, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ გადაცდომას, რომელმაც მერს, გერგედავას სოციალური მდგომარეობის შესახებ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და რის გამოც, დაკავებული თანამდებობა დატოვა. მერი ათასობით მოქალაქის განცხადებას პირადად ვერ შეისწავლის. ამას შესაბამისი სამსახურები აკეთებენ და ამიტომ, ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ. პირიქით, მადლობა მას, რომ ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს.” – ჯაბა ჯიშკარიანი, საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”

3,800 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top