https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

ირმა ინაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანილად დაასახელა

irmainashvili

დღეს 20/30-ის ეთერში ირმა ინაშვილმა კომენტარი გააკეთა პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე, სადაც „მერეწველები“ და „რესპუბლიკელები“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ირმა ინაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ დასავლური კურსის გადახვევაში ადანაშაულებს, ასევე ირმა ინაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანი პარტიად დაასახელა. „

„არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანილი პოლიტიკური გუნდი სრულიად დისკრედიტირებულია“ – განაცხადა ირმა ინაშილმა

ასევე, 20/30-ის ეთერში ირმა ინაშვილმა მხარი დაუჭირა „მრეწველების“ ლიდერს, გოგი თოფაძეს:

“ქართული ოცნების” მთავარი დაპირება სამართლიანი არჩევნები იყო, რასაც თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, “რესპუბლიკური პარტიის” გუნდმა უღალატა. კარგია, რომ დუმილი დაირღვა და მრეწველების ლიდერმა საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაზე ღიად ისაუბრა. მალე კოალიციის სხვა დეპუტატებიც აიმაღლებენ ხმას და იტყვიან, სინამდვილეში რაც მოხდა. მჯერა, რომ ამ თემით პროკურატურა დაინტერესდება. მე კი, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მშვენივრად იცის, საგარეჯოში რაც მოხდა. ეს, პირადად ჩემგან იციან ბრიუსელში, სტრასბურგსა და ვაშინგტონშიც.“ – ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი

938 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top