https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

„რუსი მფრინავები “უბრალოდ ვარჯიშობენ” – პუტინი სირიაში რუსეთის დაბომბვაზე საუბრობს

160119000445_sp_sanctions_putin_624x351_afp

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედრო მფრინავები ძალიან ეფექტურად მოქმედებენ სირიაში და უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ. მისი თქმით, ისინი “ეხმარებიან ბოევიკების განადგურებაში, მშვიდობიან მოსახლეობას იცავენ ძალადობის, ბარბაროსობისა და უკონტროლობისაგან”. მან ასევე დასძინა, რომ რუსი მფრინავები “უბრალოდ ვარჯიშობენ”.

ამასთან, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “Amnesty International”-ი რუსეთს ბრალს სდებს სამხედრო დანაშაულებებში, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების, საავადმყოფოების, სკოლების, ბაზრების დამბომბვაში. Sky News-სთან ინტერვიუში ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსები ბომბავენ იმ ადგილებს, სადაც მაშველები და ექიმები მუშაობენ. მას ამის დამადასტურებელი ფოტა და ვიდეო მასალა მოჰყავს.

Sky News-ი თავის ინფორმაციაში ამბობს, რომ რუსების დაბომბვები მხოლოდ ასადის რეჟიმის გამყარებას უწყობს ხელს და ამ დაბომბვების ჰუმანიტარული შედეგი კატასტროფულია – თურქეთის საზღვართან ლტოლვილთა ბანაკები ყოველდღიურად იზრდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პერიოდში ალეპოს რაიონში რუსი ბომბდამშენების სამიზნეს სირიასა და თურქეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელები წარმოადგენს, რომლითაც თურქეთიდან სირიაში ჰუმანიტარული დახმარება შედის.

1,404 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top