https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

დაკითხვის შემდეგ ეკა მიშველაძე პირველ კომენტარს აკეთებს

maxresdefault

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ეკა მიშველაძემ პოლიციის შენობა დატოვა. მიშველაძეს უჭირს მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული მოტივის დასახელება, მათ შორის შურისძიების. პეტრიაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ სამართალდამცავებს დანაშაულის გამოზიება არ უნდა გაუჭირდეთ.

„გამოძიებამ დამისვა შეკითხვები განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გქვონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანებისდა სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ, მათ შორის ვერც შურისძიების, ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. მე არ ვიცოდი, რომ დღეს ის საფლავზე მიდიოდა, შესაბამისად ისიც არ ვიცი, ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი ადამიანი. დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს,“-აცხადებს ეკა მიშველაძე.

დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

2,993 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top