https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – გარემოს ეროვნული სააგენტო

მზე

ჰაერის ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ სინოპოტიკოსები მარტის დასაწყისიდან. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ცენტრში განაცხადეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მატება 29 თებერვლიდან დაიწყება. 1-3 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონებში უნალექო ამინდები იქნება, შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ნისლი, დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 26 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება დეტალურ პროგნოზს: 29 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება 16-20 გრადუსი. მთაში -2+3, მაღალ მთაში კი -5-10 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება 1-3 მარტს, დასავლეთ საქართველოში ქარია მოსალოდნელი, რიგ რეგიონებში ძლიერი 20-25 მეტრი წამში.

აღმოსავლე საქართველოს ბარში ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება, მთაში ყინვები შენარჩუნდება და -15-20 გრადუსამდე მიაღწევს.

უნალექო ამინდებია მოსალოდნელი 3 მარტის ჩათვლით დედაქალაქში. ხვალ ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება, 1-2 მარტს 15 გრადუსამდე გათბება, ხოლო 3 მარტს ისევ 18 გრადუსამდე აიწევს.

5,184 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top