https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„ალექსი პეტრიაშვილი ამ დროისთვის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება“ – ავთანდილ იმედაძე

Capture

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმმა განმარტა, ის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, თუმცა დღეს პეტრიაშვილს კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება და მას პალატაში გადაიყვანენ.

“ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პეტრიაშვილი მოთავსებულია, ინტენსიურ განყოფილებაში, მაგრამ იმის გამო, რომ ტყვია არის გაჩერებული სივრცეში, სადაც აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, ხდება დაკვირვება. დღეს ვაპირებთ კიდევ ერთი გამოკვლევა ჩავუტაროთ. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, პალატაში გადავიყვანთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და რაც მნიშვნელოვანია, ფიზიკურად დაინვალიდებას არ ექნება ადგილი”, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ “თვისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს.

640 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top