https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ რუსულ აგრესიას“ – „ნატო“ ზამთრის პირობებში წრთვნებს იწყებს

FotorCreated

ბრიტანეთის არმიის საზღვაო ქვეითები უკვე დიდი ხანია, გადიან სწავლებებს მკაცრ პოლარულ პირობებში სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის. ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-ში მიიჩნევენ, რომ თუ რუსეთი უკან არ დაიხევს და განარგძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას, ნატო-ს სამხედრო ძალები რუსეთთან დაპირისპირებისთვის მზად უნდა იყვნენ. ამიტომაც, სწავლებაში, რომელიც დაიწყო ბრიტანეთმა იმიერ-პოლარეთში, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, სადაც ყველაზე მიახლოებული პირობებია რუსულ ზამთართან, აშშ-ს სამხედრო ქვეითებთან ერთად ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებიც ჩაერთნენ.

,,ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ ნებისმიერი ტიპის აგრესიას, რომ რუსეთს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ თუ ის ზღვარს გადავა, უპასუხოდ დარჩება“ – ამბობს მაიკლ ფელონი, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

სწავლებაში მონაწილე ნატო-ს არმიის ოფიცრები აღნიშნავენ, რომ ,,ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღეს უკვე არის ცივი ომი, მაგრამ საბრძოლო სწავლება, რომელსაც ჩვენ აქ, მკაცრი ზამთრის და უკიდურესად დაბალი ტემპერატურის პირობებში გავდივართ, არის იმისთვის, რომ რუსეთმა უნდა იცოდეს, ნატო ნებისმიერ ვითარებაში მზად არის იმოქმედოს“.

3,922 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top