https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ალექსი პეტრიაშვილი დეტალურად იხსენებს მასზე თავდასხმის ფაქტს

1457430275435077

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, 26 თებერვალს მასზე თავდასხმის პროცესს დეტალურად გადაცემა არჩევანში იხსენებს.

ჟურნალისტი დაინტერესდა საიდან ჰქონდათ თავდამსხმელებს ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი საბურთალოს სასაფლაოზე იმყოფებოდა, რაზეც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ უთვალთვალებდნენ და მისი მკვლელობის მცდელობაც წინასწარ იყო დაგეგმილი.
“ლევანს დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა და ის ადამიანები სრულიად დამოუკიდებლად იყვნენ მისული, შეიძლებოდა მე მივსულიყავი ირაკლი ალასანიასთან, ვიქტორ დოლიძეთან, ნინო გოგუაძესთან ან მაია ფანჯიკიძესთან ერთად. გარემოებამ გამოიწვია, რომ მე მივედი დამოუკიდელად. ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ადგილსამყოფელი თვალთვალის შედეგად გამოავლინეს. მაქვს ამის საფუძველი, რადგან გარკვეული ლოგიკა არის ამაში. ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი, მაგრამ ვერ განხორციელებული ოპერაცია. ჩემზე სადისტური თავდასხმისას რეალურად ყველა ელემენტი იყო გამოყენებული”- აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, მან დაინახა ადამიანი, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდა, ცოტა ხანში კი თავის არეში მძიმე დარტყმა იგრძნო.
“კარგად მომზადებულმა პირმა, რომელიც ჩაქუჩს ყასაბივით იყენებდა წონასწორობა დამაკარგინა მაგრამ არა გონება, ვხედავდი რომ ამ ჩაქუჩით ცდილობდა შემდეგი დარტყმის განხორციელებას, ჩემი მეგობრების მცდელობა იყო შეეჩერებინათ, თუმცა იქ მეორე ჩაერთო იარაღით”- იხსენებს ალექსი პეტრიაშვილი.
პოლიტიკოსმა დღეს არ ისურვა იმ გვარების დასახელება, რომლებიც შემთხვევის დროს სასაფლაოზე მასთან ერთად იმყოფებოდა.

4,901 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top