https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

აქციის მონაწილე სტუდენტები მთელი ღამის განმავლობაში თსუ-ის პირველ კორპუსში რჩებიან

10589262_850753825035316_1605815019_o

თსუ-ში აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ შენობაში. მათ სენატის წევრებმა და ლექტორმა შესთავაზა, რომ დღეს აღნიშნული პროტესტის გამო ჩავარდნილი სხდომა, სხვა ფორმატში გაგრძელებულიყო. სენატის შეთავაზების მიხედვით, ორშაბათს სენატი მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს აქციის მონაწილ სტუდენტებთან, სამშაბათს კი თვითმართველობასთან.

აქციის მონაწილეთა თქმით, ეს არის მცდელობა, რომ სენატმა ჩაახშოს ის მუხტი, რაც დღეს შეიძინა აქციამ, შესაბამისად ისინი არ იზიარებენ ამ შემოთავაზებას. მათი მოთხოვნით, სენატის წევრბი ხვალ უნდა შეხვდნენ სენატის წევრებს გიორგი გაფრინდაშვილის გარეშე.

„ინფოლაბი“ განვითარებულ მოვლენებს პარალელურ რეჟიმში გააშუქებს თქვენთვის.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები თსუ-ის შენობაში იმყოფებიან და დაშლას არ აპირებენ.

3,055 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top