https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

თსუ-ის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი აქციის მიზნებსა და მოთხოვნებზე საუბრობს

11046777_929273520426054_4688504739768007498_n

დღეს თსუ-ში ორი აქცია ერთ ადგილას მიმდინარეობს. როგორც თსუ-ის თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე „ინფოლაბთან“ საუბრისას აღნიშნავს, სტუდენტების მეორე მხარის საწინააღმდეგო მათ არაფერი აქვთ და ეს არ არის კონტრ-აქცია.

„ჩვენ ამ კონკრეტულ ადამიანებს აქციას არ ვუწყობთ და შევტანხმდით კიდეც, რომ დაზაბულობა არ იქნება და მაქსიმალურად ავარიდებთ თავს.“

პაატა ბახტურიძის თქმით, მოთხოვნები ერთნაირია, თუმცა არსებობს გარკვეული სხვაობებიც. მან აღნისნა, რომ სტუდენტების ნაწილი პროტესტს გამოთქვამს თვითმართველობის მიმართებითაც, რაზეც თსუ-ის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა აღნისნა, რომ აქვთ გარკვეული შეთავაზებები ამასთან დაკავშირებით მეორე მხარესთან.

მათი მკაფიო მოთხოვნაა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს რექტორმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაზეც პაატა ბახტურიძემ აღნისნა, რომ მეორე მხარის მოტხოვნებში მსგავსი რამ არაა. ის ასევე შეეხო სოსო არცვაძის საკითხსაც:

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპავამ სოსო არჩვაძეს სთხოვა კანდიდატურის მოხსნა, რასაც სოსო არჩვაძის შვილი ადასტურებს. მართალია, აღნიშნულ პირ რექტორის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ჩვენ გვქონდა გაგებული ინფორმაცია, რომ გია ხუბუას რექტორობის დროს მისი ხელი ურევია ლექტორების გაყრაში უნივერსიტეტიდან, ასევე ევრაზიული კავშირთან ურთიერთობა და დოკუმენტები აკაემიურ საბჭოს წარვუდგინეთ, რის შედეგადაც მოიხსნა მისი კანდიდატურა“

პაატა ბახტურიძის თქმით, ეჭვებს ბადებს ის, რომ ახლა დადგა საკითხი გიორგი გაფრინდაშვილის შესახებ და თუ ეს ყველაფერი წლების მანძილზე ცნობილი იყო, მანამდეც უნდა გაპროტესტებულიყო მისი ყოფნა უნივერსიტეტში და თუ დასტურდება ის ინფორმაცია, რასაც სტუდენტების ნაწილი გამოთქვამს, გიორგი გაფრინდაშვილს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობაც არ უნდა სჭეროდა.

„პროცესი დაიწყო ერთი ადამიანიდან გამომდინარე, მე ვხედავ აქ უამრავ სტუდენტს, რომელსაც შეუფუთეს ინფორმაცია და შეაძულეს პიროვნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრს მათგან არც უნახავს გიორგი გაფრინდაშვილი და შეხებაც არ ჰქონია მასთან. ოდეერის საკითხი, რაც მოჰყვა ამ პროტესტს, ეს სიდა საუნივერსიტეტო თემაა და ყველას ეხება, არამარტო მათ, ამის გამო მეც დიდი პროტესტი გამიჩნდა. ამის გამო, მე პაპავასთან მაქვს პრეტენზია და როდესაც სამი წელი ითანამშრომლა მასთან, რატომ მაინც და მაინც ახლა უცნდება სურვილი გამოაშკარავოს ის, მაშინ, როდესაც არ გავიდა მისი კანდიდატი კანცლერის თანამდებობაზე, ვლადიმერ პაპავას ცოტა ხნით კიდევ დაემალა, სადაც სამი წელი მალავდა, ამ განცხადებით პირდაპირ გაამწვავა ისედაც მწვავე მდგომარეობა, მე მისი პასუხისმგებლობის საკიტხს მოვხსნი დღის წესრიგიდან, თუ ის მაცვენებს რაიმე დოკუმენტს, სადაც სამი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ითხოვს, რომ უშიშროების თანამშრომელი სახელმწიფომ გაიწვიოს უკან“ – პაატა ბახტურიძე.

„სტუდენტები ორად გაყოფას არავის უნდა პატიობდნენ და სამწუხარო რეალობაა, რაც დღეს ხდება. პირველ რიგსი, ჩემი აზრით, პაპავას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად დამტკიცება/არდამტკიცება“ – პაატა ბახტურიძე

3,384 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top