https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Exclusive

„ოდეერებს თუ აპროტესტებენ, გაფრინდაშვილის მხარდაჭერა ალოგიკურია“ – პასუხი პაატა ბახტურიძეს

collage

თსუ-ის სტუდენტები, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა, აქციებს 24-საათიან რეჟიმში მართავენ, თსუ-ის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას „ინფოლაბთან“ ექსკლუზიურად, აქციიდანვე პასუხობენ.

„დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ თუ თვითმმართველობა პატივს სცემს უნივერსიტეტს, რაც მათ სლოგანზეც ჩანს (უნივერსიტეტს გაყოფა სტკივა, რექტორო) არ უნდათ უნივერსიტეტის გაყოფა, მაშინ რატომ დაუმთხვიეს აქცია იგივე დროს და ლოკაციას, სადაც ჩვენ 2 დღით ადრე გვქონდა დაანონსებული. ეს კითხვა გვაწუხებს და ველით მათგან პასუხს. ასევე თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, თუ რატომ არ დააყენა რექტორმა ოდეერების საკითხი უფრო ადრე. ეს საკითხი ჩვენც გვაწუხებს, ვეთანხმებით იმ ფაქტს, რომ დიდი ხნით ადრე უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოდეერების საკითხი ცნობილი უნდა ყოფილიყო რექტორთან ერთად, ასევე კანცლერისთვის, რომლის მოადგილეც გახლდათ გიორგი გაფრინდაშვილი. მათაც ჰქონდათ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ სტუდენტური თვითმმართველობა აპროტესტებს უნივერსიტეტში ოდეერების საკითხს, სრულიად ალოგიკურია, რომ მხარს გიორგი გაფრინდაშვილს უჭერენ, რადგან დღეს უნივერსიტეტში ოდეერის სამსახურს წარმოადგენს ივა კავსაძე, რომელიც მეგობარი და კურსელია გიორგი გაფრინდაშვილის, შესაბამისად, გაფრინდაშვილის კანცლერად დანიშვნა მკაფიო ეწვს აჩენს იმისა, რომ ოდეერი უნივერსიტეტს არ დატოვებს და არ იქნება ეს კანცლერის მოთხოვნა.

იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის, რაც პაატა ბახტურიძემ აღნიშნა საკუტარ კომენტარში, ვინ არის გიორგი გაფრინდაშვილი, მე მინდა შევახსენო მათ ის ვიდეო-ცანაწერები, რაც დიდი ხანია ვრცელდება ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცეში, სადაც გიორგი გაფრინდაშვილი პირდაპირ უარყოფს სტუდენტებზე ძალადობის ფაქტს. ასევე გავიხსენებ უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორის სიტყვებს, რომელმაც პირდაპი აღნისნა, რომ გიორგი გაფრინდაშვილი უზღუდავდა მას სარედაქციო ტავისუფლებას და მოქმედებდა ე.წ. ცენზურა. ეს ხდებოდა ნაციონალური მოზრაობის მმართველობის პერიოდში.

ასევე, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საეჭვოდ დაემთხვა პაპავას მიერ ოდეერის სამსახურზე კომენტარი კანცლერის არცევნებს და აქციებს, მინდა გავახსენო მათ ფაქტი, თუ რატომ დაემთხვა მათი აქციები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევას. დაგვისაბუთონ, რატომ უწერენ მხარს ისეთ ადმიანს, რომელიც წლების მანძილზე ცხოვრობდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში და ადმინისტრაციაში მისი ყოფნის დროს, ერთხელაც არ დამდგარა დღის წესრიგში ის პირობები, რაც უნივერსიტეტის საცხოვრებელშია, რომელიც საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის სტუდენტების სიცოცხლესაც კი, მე თავად ვცხოვრობ იმ სართულზე, სადაც გიორგი გაფრინდაშვილი ცხოვრობდა და ერტხელაც კი არ მინახავს იქ.

ადამიანი, რომელიც ერთხელაც არ დაინტერესებულა აღნისნული პრობლემებით, როგორ შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ ის მიხედავს სხვა ან რაიმე არსებულ პრობლემას. “

შეგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს თსუ-ში ორი აქცია, რომელთაგან ერთ-ერთი თვითმართველობის ორგანიზებით ხორციელდება. მეორე მხარემ კი უპასუხა პაატა ბახტურიძის კომენტარს, რომელიც „ინფოლაბს“ მისცა თსუ-ის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა.

სტატია იხ. აქ

5,745 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top