https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„აქციაზე ფიზიკური დაზიანება არავისთვის მიგვიყენებია“ – პაატა ბახტურიძე

Capture

2030-ის ეთერში თსუ-ის თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბახტურიძემ დღევანდელ ვითარებაზე უნივერსიტეტში, კომენტარი გააკეთა, მან აღნიშნა, რომ გიორგი გაფრინდაშვილმა გადაწყვეტილება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მიიღო. მასზე ზეწოლას რაც შეეხება, ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს პრემიერმინისტრის განცხადება. თუნდაც, ეს რჩევა იყოს. ზეწოლა იყო რექტორის მხრიდანაც, რომელიც გიორგი გაფრინდაშვილს დაპირისპირების წარმოქმნაში ადანაშაულებდა. მაშინ, როცა დაპირისპირების მიზეზი თავადაა. რექტორმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაანალიზოს და შექმნილი ვითარების გამო პასუხი აგოს. ასევე, პაატა ბახტურიძემ ისაუბრა სტუდენტური მოძრაობის და მათი მიზნების შესახებ:

“არავითარი ორი მხარე არ არსებობს. ეს იყო დამოუკიდებელი აქცია და არა კონტრაქცია, რომლის მოთხოვნებიც სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს, თითქმის, ემთხვეოდა. ჩვენ პროცედურების გამართულ მუშაობას ვითხოვდით და არა გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას. სტუდენტების მეორე ნაწილს პრეტენზია თვითმმართველობის მიმართაც აქვთ, მაგრამ ჩვენ კომპრომისებისთვის მზად ვართ. დღევანდელ აქციაზე ფიზიკური დაზიანება არავისთვის მიგვიყენებია. პირიქით, ვცდილობდით, ჟურნალისტები, რომლებიც ჭყლეტვაში მოჰყვნენ, ტერიტორიიდან გაგვერიდებინა.” – პაატა ბახტურიძე, თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი

536 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top