https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Uncategorized

მხოლოდ თვითმმართველობის წევრების გადასაწყვეტია, ვინ იქნება რექტორი და კანცლერი?!

Capture

2030-ში თსუ-ის პროფესორმა, გიორგი ოთხმეზურმა თსუ-ში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გაფრინდაშვილმა დაგვიოანებით, მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ახლა თვითმმართველობა ითხოვს რექტორის გადაყენებას, რის განხორციელების შემთხვევაშიც, პირველ პირად ისევ გაფრინდაშვილი რჩება. მისი თქმით, ახლა რექტორის გადაყენება ნიშნავს უნივერსიტეტის დაღუპვას.

გიორგი ოთხმეზური არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პროცესის დაძაბულობას პარტიული ინტერესების გავლენა განაპირობებდეს:

“დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პროცესი ოდესის გუბერნატორის და მასთან მიბმული პარტიის მხრიდან იმართება, რომელთა მიზანი ქვეყანაში სრული არეულობის შექმნაა და რისთვისაც არაფერს ერიდებიან. მესმის, რომ მაშინდელი სახელმწიფო პოლიტიკა ახალგაზრდებს აგრესიისკენ უბიძგებდა და ამის გამო, ახალგაზრდების დასჯას არ ვითხოვ, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი გაფრინდაშვილი კანცლერის თანაშემწედ ზონდერბრიგადების მხარდაჭერის გამო დასვეს. გარდა ამისა, როგორც უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორმა განაცხადა, გაზეთის ყველა ნომრის ცენზორი სწორედ გიორგი გაფრინდაშვილი იყო. “ოდეერს” რაც შეეხება, ის კანცლერმა მოიყვანა.” – გიორგი ოთხმეზური.

თსუ-ის პროფესორმა გიორგი გაფრინდაშვილის წარსულზეც ისაუბრა და პირდაპირ აღნიშნა, რომ გიორგი გაფრინდაშვილი ხელს აფარებდა ზონდერ-ბრიგადებს, რომლებიც განსხვავებულ იაზრის მქონე ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისი თქმით, ლადო პაპავას ასეთი კადრი უნივერსიტეტში არ უნდა დაეტოვებინა. გიორგი ოთხმეზურმა ასევე დაასახელა ერთ-ერთი გვარი და მას დღევანდელი, სტუდენტებს შორის დაპირისპირების ხელშეწყობა დასდო ბრალად:

„უნივერსიტეტში მიღებულ იქნა ზონდერბრიგადების მონაწილე ერთ-ერთი პირი, თუ არ ვცდები – ხორძევანიძე, რომელმაც დღეს მეტი არეულობის შესაქმნელად კარი გააღო და შენობაში სტუდენტების დიდი ჯგუფი შემოუშვა. სამწუხაროდ, აკადემიურ საბჭოში ბოლშევიკების დროინდელი წითელი პროფესურის მსგავსი ხალხიც არის, რომლებიც ნაციონალების დროს უნივერსიტეტიდან გაყრილი ღირსეული პროფესურის ნაცვლად მოიყვანეს.” – გიორგი ოთხმეზური,

ბოლოს კი 2030-ში გიორგი ოთხმეზურმა სამოქმედო აუცილებლობაზე ისაუბრა:

“ჩემი აზრით, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დასაბუთებული არგუმენტები იყო. ლადო პაპავას წინააღმდეგ კი, არგუმენტები დაუსაბუთებელია. რექტორი და კანცლერი ვინ უნდა იყოს მხოლოდ თვითმმართველობის წევრების გადასაწყვეტია?! ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება?! ხვალ, უნივერსიტეტის მომავალზე სასაუბროდ პროფესურა შეკრებას აპირებს. პროცესი კანონიერების ფარგლებიდან არ უნდა გავიდეს. უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ, თუ რა ელოდება უნივერსიტეტს.” – გიორგი ოთხმეზური

562 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top