https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სამართალი

„მოსახლეობა პასუხს არა დანაშაულის შემოქმედს, არამედ ხელისუფლებას სთხოვს“ – სესიაშვილი

სესიაშვილი

დღეს 2030-ში ირაკლი სესიაშვილმა განმარტებები გააკეთა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული საქმე ეხება მტერს, რომელიც ყველას მტერია. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. სესიაშვილის აზრით, ეს პროცესი პრემიერის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მისი მთავარი მესიჯი იყო ცივილიზებული გზით სვლა.

“შექმნილ ვითარებაში, მოსახლეობა პასუხს არა დანაშაულის რეალურ შემოქმედს, არამედ, ხელისუფლებას სთხოვს, რადგან გამოძიების ვალდებულება ხელისუფლებას აქვს. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს თქვას – ჩვენ ცუდები ვიყავით, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ გვემსგავსება. მოსახლეობას სხვა რა უნდა შესთავაზონ – საკუთარი წარსული?! შესაძლოა, მესამე ძალაც არსებობდეს , რომელსაც ასეთი პროცესების დაგეგმვა და მართვა შეუძლია, რადგან თუ ხელისუფლება დაზარალდება, პოლიტიკური სიმპატიები სადღაც უნდა გადანაწილდეს. ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის დაგეგმილია. ამაზე აბსურდულ და ბეც პოლიტიკურ განცხადებას, ბოლო პერიოდში არ შევსწრებივარ.” – ირაკლი სესიაშვილი

6,307 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top