https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

წულუკიანი-თეა-1748x984

2030-ში თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიწის რეგისტრაციის ფორმები უნჯობესდება და იცვლება თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად.

“ჩვენ შევიმუშავეთ მასშტაბური რეფორმა, რომელიც მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებულ ბარიერებს მოხსნის. მოქალაქეები დოკუმენტების მოძიების, სანოტარო და ფაქტების კონსტატაციის მომსახურებას საფასურის გარეშე მიიღებენ. რაც მთავარია, ეს იქნება ხარისხიანი და გრძელვადიანი მომსახურება. საჯარო რეესტრი დოკუმენტებს მოქალაქესთან ერთად მოაწესრიგებს. აღიარების კომისიას შუამდგომლობით თვითონ მიმართავს და დოკუმენტაციასაც თვითონ გამოითხოვს. საქმეში ჩართავს მედიატორს და მომიჯნავე ადგილების დათვალიერებას ადგილზე გასვლით მოახდენს.” – თეა წულუკიანი

ასევე GDS-ის ეთერში თეა წულუკიანმა ისაუბრა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გეგმებზე:

“ახალი პროექტით, ორი პირი, რომელსაც მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ზეპირი გარიგება აქვს, ნოტარიუსთან მიდის, შეთანხმება ფორმდება და საჯარო რეესტრი საკუთრებას ნოტარიული აქტის საფუძველზე არეგისტრირებს. იხსნება აზომვითი სამუშაოების ბარიერიც. თუ პროექტში ჩართული ამზომველები მოქალაქეებს მიწას გონივრულ ფასში დაურეგისტრირებენ, სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი შეღავათებით ისარგებლებენ. წინა ხელისუფლების დროს, აზომვითი და სარეგისტრაციო პროცესი თავის ნებაზე იყო მიშვებული, რის შედეგადაც 20 ათასამდე უხარისხოდ შესრულებული რეგისტრაცია მივიღეთ.” – თეა წულუკიანი.

4,305 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top