https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ბაგა-ბაღებში დარღვევებია – 50-მდე თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზები

kindergarden02

დღეს, 20:30-ის ეთერში ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისის ბაგა-ბაღებში შემჩნეული დარღვევები იყო. როგორც ირკვევა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში 50-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანლის, თეიმურაზ თორდილავას პირადი ინტერესი თუ ბავშვებისთვის საკვების გადამალვის ბრალდება? – პრობლემების მთავარ მიზეზს დღეს GDS არკვევდა.

535137_767780373358782_4768033625511585291_n

“ბაგა-ბაღებში მონიტორინგი პერმანენტულად ხორციელდება. დირექტორების გათავისუფლების მიზეზი კვების ნაწილში განმეორებითი დარღვევები გახდა. საერთოდ, პირველ დარღვევაზე საყვედურს ვუცხადებთ, განმეორების შემთხვევაში კი, ვათავისუფლებთ. 155-ე ბაგა-ბაღის პირველი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს პერსონალს საკვები პროდუქტები და სამეურნეო საქონელი გადამალული ჰქონდა, რასაც დირექტორიც დაეთანხმა და საყვედურიც მიიღო. მას ადმინისტრაციული ზომები უნდა გაეტარებინა. თუმცა, მეორე შემოწმებისას კვების ნაწილში სხვადასხვა ტიპის დარღვევები კვლავ აღმოჩნდა, რის გამოც, დირექტორი გათავისუფლდა”, – აცხადებს თეიმურაზ თორდინავა.

544217_767769186693234_2854125875562766098_n

ფიქრია ჩახნაშვილის,169-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორის მტკიცებით კი საქმე სულ სხვა დეტალებშია: „თეიმურაზ თორდინავა მისთვის არასასურველი თანამშრომლების გათავისუფლებას და მის მიერ შერჩეული კადრების მიღებას, მათ შორის, წერილობით მთხოვდა, რაზეც უარი განვუცხადე. ჩემი განთავისუფლების მიზეზიც ეს იყო. ამის შემდეგ, პერმანენტულად მიგზავნიდა მონიტორინგის სამსახურს და ბოლოს განმიცხადა – შენ არ გაათავისუფლებ ამ თანამშრომლებს. ამიტომ, მე გაგათავისუფლებ და დავნიშნავ ახალ დირექტორს, რომელიც ამ სამსახურს გასწევს. მან მართლაც დანიშნა ახალი დირექტორი, რომელმაც აღნიშნული თანამშრომლები გაათავისუფლა.“

3,300 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top