,

“დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა”- ბიძინა ივანიშვილმა ნატანებელი პედაგოგისგან 250 წლის მუხა შეიძინა

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის გურიაში ასწლოვანი მუხების ყიდვა დაიწყო.

250 წლის მუხა, ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთი ნატანებელი პედაგოგისგან ლ. სურმავასგან შეიძინა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბიძინა ივანიშვილი ასწლოვანი ხის სანახავად პ სურმანიძეებს ირადად ესტუმრა.

“დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა. ექსპერტმა ვინც ახლდა უთხრა, რომ 250 წლის მუხა გადარგვას ვერ გაუძლებდა. მერე რა, არა უშავს, იყოს მაინცო. გადაიხადა ფული და იყიდა”-ამბობენ სურმავას მეზობლები.

მათი თქმით, ივანიშვილს თოიძეების ეზოში მდგარი ასწლოვანი მუხაც მოსწონებია. მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისი თანახმა ყოფილა ხის გაყიდვაზე, მის მეუღლესთან არც ივანიშვილის გარემოცვის და არც თავად ყოფილი პრემიერის თხოვნამს არ გაჭრა. რა თანხაც არ უნდა გადამიხადოს, ამ ხეს ჩემი ეზოდან ვერავინ ვერ გააქანებსო- ყვებიან თვითმხილველები.

რას ფიქრობ?

1 point
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%