, ,

დიმიტრი შიოლაშვილი: სიტყვები „ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს“ პატრიარქს პროკურატურის მიმართ უნდა ეთქვა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ პატრიარქის ვიდეომიმართვიდან ამოჭრილი სიტყვები „ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს“ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის მისამართით უნდა ყოფილიყო ნათქვამი.

მიტროპოლიტმა საზოგადოებრივი მაუწყებელს განუცხადა, რომ ვიდეოდან ფრაზების ამოღების გადაწყვეტილება ერთხმად, მას შემდეგ მიიღეს, რაც პატრიარქს მდგომარეობა განუმარტეს.

16 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, ფეისბუკის გვერდზე, ბერლინიდან ილია მეორის მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ვიდეო ფეისბუკზე ორ ნაწილად იყო ატვირთული.

როგორც მოგვიანებით, 18 დეკემბერს გაირკვა მიმართვიდან პატრიარქის სიტყვები “რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?”- ამოღებული იყო და ჩანაწერი სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმამდე წყდება, ეს ნაწილი გამოტოვებულია, შემდეგ კი ვიდეო გრძელდება. მიმართვა სრულის სახით ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გავიდა. რატომ არ იყო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პატრიარქის ეს სიტყვები, განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

This post was created with our nice and easy submission form. Create your post!

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%