, ,

ვინ მოწამლა 2009 წელს პატრიარქი? – მეუფე პეტრეს მორიგი სკანდალური განცხადება

საპატრიარქოში მიმდინარე მოვლელნებზე მორიგ განცხადებას აკეთებს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ,,იმედის დროში“ საუბრისას 2009 წლის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ პატრიარქი მოწამლეს.

მიტროპოლიტი პატრიარქის მდივან-რეფერანტის შესახებ საუბრისას, არ გამორიცხავს, რომ შორენა თეთრუაშვილი ულტიმატუმისა და შანტაჟის ენით ელაპარაკებოდეს ხელისუფლებას, როგორც ამას მაღალი იერარქიის სასულიერო პირების შემთხვევაში აკეთებდა.

,,მე მახსენდება, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ ინტრიგებში იყო გახვეული, არაერთხელ გაუწირავს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ასევე გაწირავს ხელისუფლებასა და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად.

არის ეჭვები, რომ კვალი, როგორც სცენარის ავტორისა, მისკენ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას და ისევე დააშანტაჟოს როგორც აშანტაჟებდა საპატრიარქოს მაღალ იერარქიას”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე 2009 წელს პრეზიდენტის სტუმრობას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ პატრიარქის მოწამვლა სწორედ პრეზიდენტს დააბრალეს, ხოლო მაშინდელ ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, ეს ფაქტი გამოეძიებინა.

”როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს – ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%