, , ,


შსს: გირჩის ოფისიდან ამოღებულ მცენარეებში საკმარისი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება არ იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ოფისიდან ამოღებულ მცენარეებში საკმარისი რაოდენობა ნარკოტიკი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სისიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები დაწყებულიყო. ამის შესახებ On.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ მცენარეებში ნარკოტიკის არსებობა დაადასტურა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გირჩმა და რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ 31 დეკემბერს პარტიის ოფისში, მათი მტკიცებით, მარიხუანის თესლი დათესეს. შსს-მ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. 11 იანვარს კი, შსს-ს წარმომადგენლები პარტიის ოფისში მივიდნენ და 31 დეკემბერს დათესილი მცენარეები ამოიღეს. On.ge-ს მცდელობის მიუხედავად საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებდნენ.

რას ფიქრობ?

1 point
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%