,

ახალი პოლიტიკური მანევრი თუ დანაშაული?!

გაზეთ ,,ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულია აბები, თუმცა დაკავებულის ადვოკატი და დედა ამტკიცებენ, რომ ის პოლიციამ ჩაუდო. ელისო კილაძე ასევე აქცენტს აკეთებს პოლიციის მიერ ძალადობაზე და დაკავების დროს არა ერთ კანონდარღვევაზე.

ის, ვინც პროტესტი გამოთქვა აღნიშნული ფაქტის გამო – 14 მარტს, 2 საათზე პოლიციის სამართველოსთან საპოროტესტო აქცია გამართეს. ჩვენთან საუბარში ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ეს არის შურისძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც ყველაფერთან ერთად ცუდი დაგეგმილია, ვინაიდან საქმეში ბევრი უზუსტობა არსებობს. „ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემს საქმიანობას უკავშირდება და ამით ჩემზე ზეწოლის მოხდენა უნდათ. მაგრამ, ამით ფარხმალს არ დავყრი, პირიქით, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ. უფრო მეტიც მე მივიღე გადაწყვეტილება დავაფუძნო წინააღმდეგობის მოძრაობა – “არა ჩადებას“. ეს იქნება დედათა კომიტეტი , რომელიც დაეხმარება ყველა იმ ადამიანს , რომელიც იქნება პოლიციის ძალადობის მსხვერპლი’’.

ელისო კილაძემ ისაუბრა შვილის დაკავების მიზეზებზე, რომ პოლციის მთავარი სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ორი კვირის წინ გაზეთში გამოაქვეყნა ძალიან მწვავე მასალა შეეხო მის დაპირისპირებას სუს-ის უფროსის მოადგილესთან, იოსებ გოგაშვილთან და განმარტა, რომ: ,,თუ ეს ყველაფერი ეხება იმას, რომ მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა შევწყვიტო, ჩემი პასუხი იქნება – არა!“ როგორც მთავარ სამართველოსთან შეკრებილი საზოგადოების ნაწილი აცხადებს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება შვილებით დაშანტაჟების ხერხს მიმართავს. ნანა გვარიშვილი

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%