,

ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი გაათავისუფლეს – “არავის ვუცემივართ, გამოგვიშვეს”

ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი გათავისუფლებულია, ისინი 13 მარტს სასამართლოში დაიბარეს.
“მოვდიოდით მე და მამაჩემი ჩემი ძმის სასაფლაოდან, გავაჩერე აფთიაქის წინ, ავარიული ჩართული მქონდა, ძრავი არ მქონდა გათიშული, პატრული მომადგა და ავუხსენი, გთხოვთ გამიშვით-მეთქი, შეიძლება მეც ავღელდი და რაღაც ვუთხარი, მამაჩემსაც ვაწყნარებდი, დაგვაკავეს, არავის ვუცემივართ, გამოგვიშვეს. დაკავების დროს ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, იზოლატორში ყველაფერი რიგზე იყო, იქიდან რომ გადმოგვიყვანეს არაფერი მომხდარა. ბევრი ამბობს, რომ მკაცრად აჯარიმებენ ხალხს”, – განაცხადა ჯიმი ვარშანიძემ “აჭარის” ტელევიზიის ეთერში.
დაკავებულების გათავისუფლების მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები.
ქუჩებში მანქანები იწვის.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%