,

ეროვნული ბანკი: თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 18%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17,9 პროცენტით გაიზარდა. წელს, თებერვალში, ქვეყანაში შემოსული ფული 94,1 მილიონი ამერიკული დოლარი (248,7 მილიონი ლარი) იყო, გასულ წელს კი 14,3 მილიონი ამერიკული დოლარით ნაკლები.

“უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87,8 პროცენტი მოდიოდა,” – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

წელს თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14,6 მილიონი ამერიკული დოლარი (38,5 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, გასული წელის იმავე პერიოდში კი – 15,7 მლნ აშშ დოლარი.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%