,

კლდიაშვილის ქუჩაზე სამსართულიანი სახლი დაიწვა

კლდიაშვილის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20 ერთეული სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ხანძრის ჩაქრობის დრო 3 მეხანძრე დაშავდა.

ხანძარი თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 2000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%