,

მამუკა მაჩაიძე – ქართველი სტუდენტი ემორის უნივერსიტეტიდან და სპეციალური პროექტი ტუბერკულოზის ცენტრში – ინტერვიუ

​​მამუკა მაჩაიძე ემორის უნივერსიტეტის სტუდენტია. ის საქართველოში სპეციალური პროექტით დაბრუნდა. სწავლობს ინფექციურ სფეროში არსებულ პრობლემებს, ხვდება ექიმებსა და სტუდენტებს. მისი მიზანია, ახალგაზრდები ინფექციური სფეროთი დააინტერესოს და გამოარკვიოს, რა პრობლემები არსებობს საქართველოში და როგორია ქართველი ექიმების პრაქტიკა. ერთთვიანი კვლევის შემდეგ, მისი ანალიზი აშშ-ში გაგრძელდება და მაისის ბოლოს შედეგებიც დაიდება. მამუკა მაჩაიძე ამჟამად თერაპიულ მიმართულებაზე სწავლობს, ივლისიდან კი, ნიუ იორკის უნივერსიტეტში ინფექციურ მიმართულებაზე გააგრძელებს სწავლას. მას სჯერა, რომ ამ სფეროში ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, ამიტომ თავისი წვლილის შეტანას უპირობოდ აპირებს.

მამუკა მაჩაიძე: ეს ემორის უნივერსიტეტის და ტუბერკულოზის ცენტრის ერთობლივი პროექტია. ამ შემთხვევში, ტუბერკულოზის მკურნალი ექიმების გამოკითხვას ვატარებთ და ვსწავლობთ მათი კმაყოფილების ხარისხს, ვიგებთ ექიმების თვალით დანახულ პრობლემებს, რამდენად აქვთ საშუალება გარდა პაციენტების დახმარებისა ჩაერთონ აკადემიურ საქმიანობაში. რითი არიან უკმაყოფილოები, რითი არიან კმაყოფილები. ეს არის ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი პროექტის არის სტუდენტებთან გასაუბრება. რაც მოიცავს მათ დაინტერესებას, ინფექციური და ტუბერკულოზის სფეროსადმი. გვაინტერესებს რამდენად არიან დაინტერესებულები ამ სფეროთი და ზოგადად, რა იციან ამ სფეროზე. რეალურად, პრობლემა რაში მდგომარეობს – ამ დარგში ძალიან ცოტა ხალხი მიდის, ხელფასები დაბალია, აშშ-იც მსგავსი პრობლემა დგას. პროფესიონალების დიდი დეფიციტია. აქაც საშუალო ასაკი ექიმების 55 წელს ზემოთაა. ახალგაზრდები არ ირჩევენ ამ მიმართულებას, ამიტომ გვაინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

აღნიშნული კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება?

​- დიახ, სადაც ძირითადი ცენტრებია: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, აბასთუმანი და ასევე კახეთის მხარეს. ყველა დისპანსერის ექიმს გავესაუბრებით. ჩემთან ერთად ჩამოსულია ჩემი თანაკურსელი ემორის უნივერსიტეტიდან, დანიელ გრასია, ასევე, ჩამოსული იყო ჩემი მენტორი, ემორის პროფესორი ბატონი რასელ კემპკერი.

რა ხანგრძლივობისაა პროექტი და რა შედეგზე გინდათ გასვლა?

​ჩვენი მიზანია, ამ ერთ თვეში მაქსიმალურად დავფაროთ საქართველოს ყველა რეგიონი და შევაგროვოთ ინფორმაცია ყველა რეგიონიდან. ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ემორის უნივერსიტეტში და დავიწყებთ ანალიზს, დავდებთ შედეგებს. ეს გამოქვეყნდება, როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. ჩვენი ძირითადი მიზანია გაირკვეს რა პრობლემებია, რა დეფიციტებია და მეორეს მხრივ, გავარკვიოთ რატომ არის ამ დარგში პროფესიონალები​ს დეფიციტი, არის თუ არა ეს ასოცირებული სტიგმასთან, დაბალ ხელფსათან ან თანმხლებ დაავადებებთან.

984022_10153140289045833_5265708783602763172_n

​შენ სტუდენტებს ეკითხები, რატომ არ ინტერესდებიან ამ სფეროთი და პრობლემებს უღრმავდები. შენი პასუხი რა არის? რატომ აირჩიე ეს სფერო?

​მე თავიდანვე მაინტერესებდა ეს სფერო. პირველი, რამაც ყურადღება მიიქცია უნივერსიტეტში სწავლისას, მიკრობიოლოგიის კურსის დროს დავინახე ეს პატარა მიკრობები და მივხვდი, რომ სხვა სამყარო არსებობს, რომელსაც შეუძლია ასეთი მძიმე დაავადებები გამოიწვიოს. მივხვდი რომ შეიძლება ამას ებრძოლო. ამ პროცესმა დამაინტერესა და მინდოდა რომ ამაში ჩავრთულიყავი. მერე უკვე კლინიკურ ნაწილში, რომ გადავედი, ვნახე ბევრი შიციანი ან ჰეპატიტიანი პაციენტი და კლინიკურადაც დამაინტერესა. მერე ვიყავი ემორის უნივერსიტეტში ერთვიან პროგრამაზე და გავიცანი რასელი, გავიარე ერთთვიანი როტაცია. ვნახე სასწაული პათოლოგიები და მივხვდი, რომ ყველაზე კომფორტულად ამ სფეროში ვგრძნობდი თავს. ეს არის სფერო, სადაც შეგიძლია, რომ გლობალური გავლენა მოახდინო. შიდსი ამერიკაში არის აბსოლუტურად კონტროლირებადი, ჰეპატიტი განკურნებადი გახდა. მარტო ინფექციურ სფეროს შეუძლია, რომ დიდი პროგრესი განიცადოს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და წინ დიდი წინსვლა გველოდება.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%