,

პუტინმა ცხინვალის ჯარის ნაწილს რუსეთის არმიასთან შეერთების უფლება მისცა

HANOVER, GERMANY - APRIL 08: Russian President Vladimir Putin and German Chancellor Angela Merkel (not pictured) speak to the media after touring the Hannover Messe 2013 industrial trade fair on April 8, 2013 in Hanover, Germany. Merkel and Putin toured the fair, which is the world's largest industry trade fair and has partnered this year with Russia. (Photo by Sean Gallup/Getty Images)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ჯარის ნაწილი რუსეთის არმიას შეუერთდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ჯარის ქვედანაყოფებს კონტრაქტორებად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცხინვალში ჯარში მსახურების მოვალეობებისგან გათავისუფლდებიან, წერს Aljazeera.

რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას არ ცნობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ მისმა ჯარებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დატოვონ.

რას ფიქრობ?

1 point
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%