,

სენაკში დაკარგული ბავშვი მოკლულია? – რა ჩვენება მისცა გამოძიებას მეზობელმა

სამართალდამცავები და მაშველები, 24 თებერვალს სენაკში დაკარგულ რვა წლის მოზარდს, მდინარე ტეხურას ნაპირზე ეძებენ.

ამის მიზეზი გაბეჩავების მეზობლის ჩვენება გახდა. როგორც “ნიუპოსტისთვის” ხდება ცნობილი, საერთო საცხოვრებელის ბინადარი, გუშინ პოლიციაში მას შემდგ დაკითხეს, რაც კამერებმა დააფიქსირეს, რომ ნიკა მასთან ერთად გადაადგილდებოდა.

დაკითხვისას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა 2 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა: პირველი ჩვენების მიხედვით, გაბეჩავების მეზობელი ამბობს, რომ ბიჭი მდინარეში მას შემდეგ ჩააგდო, რაც მოზარდთან კონფლიქტი მოუვიდა. რამდენიმე საათში აღნიშნულმა პირმა, ჩვენება შეცვალა და სამართალდამცავებს მოუყვა, რომ ნიკა გაბეჩავას, რომელიც მდინარესთან ჯართს აგროვებდა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. დაკარგულის მეზობელი ამავე ჩვენებაში აცხადებს, რომ მას შეეშინდა და სახლში გამოიქცა.

დაკარგულის მშობლები აცხადებენ, რომ 8 წლის ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს. ისინი მეზობლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

“ბავშვი წამოიყვანა, მოკლა და მერე გადაადგო მდინარეში, მიზეზი არავითარი, მინდა, რომ დაისაჯოს”- აცხადებს ბავშვის მამა ერეკლე გაბეჩავა.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, დაკარგულის ოჯახის წევრები თბილისიდან მყვინთავების გაგზავნას ითხოვენ.

“ნიუპოსტი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%