,


ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს დაესწრნენ

23 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა. სხდომა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავიტ სერგეენკომ გახსნა.

შეხვედრის ძირითადი თემები იყო: აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივები და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი; საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა/ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ჩამოყალიბება და საქმიანობა, ტუბერკულოზთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია/ტუბერკულოზის სერვისების მიღების ბარიერი/ტბ პაციენტთა ხედვა და აღმოფხვრის შემოთავაზებული გზები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, თემაზე – გარდამავალი პერიოდის მოსალოდნელი გამოწვევები და სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ პროცესში.

შეხვედრას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანიც დაესწრო.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%