,

ქალთა კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში – კვლევის შედეგები

7 მარტს სასტუმრო ბილტმორ თბილისში, მონაცემთა კვლევის ჯგუფი (DRG) საზოგადოებას ფართომასშტაბიანი პირველი კვლევის „ქალების კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში შედეგები წარუდგინა.

სულ ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1350 ქალი. შედეგების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ქალების 49% საკუთარი პროფესიით არ მუშაობს.

გამოკითხულ ქალთა 20% დაუსაქმებლობას შვილების აღზრდით ხსნის. კვლევის თანახმად ქალთა პოპულაციაში დაბალია თბითშეფასების უნარი. გამოკითხული ქალების 14% მიიჩნევს, რომ მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობები ქალისას აღემატება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გადაწყვეტილების მიღება უჭირს, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს.

კარიერული წინსვლის საჭიროებად კვლევის მონაწილე პირები უცხო ენების შესწავლას, კომპიუტეტულ უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, თვითრწმენის გამყარებას და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების საჭიროებას ასახელებენ.

გამოკითხვისას ქალებს სამახურში განცდილი ძალადობის შესახებაც მოუწიათ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. კერძო სექტორში დასაქმებული ქალების 21%, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 8% შეკითხვას – განგიცდიათ თუნარა სიტყვიერი, ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობა სამსახურში – დადებითად პასუხობს.

ასევე, გამოკითხულ ქალთა 32% მიიჩნევს, რომ მათი პროფესიული კარიერა მამაკაცად დაბადების შემთხვებაში უკეთ წარიმართებოდა.

ქალებისნ გამოკითხვა მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და თებერვალში დაასრულდა.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%