,

ჯასპერ ბლექის ემოციები პრემიერის სიურპრიზზე: „ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში ხდება“

უცხოელი ტურისტი ჯასპერ ბლექი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლისას სიურპრიზი მოუწყვეს, საკუთარი ემოციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში ხდება. ხომ ასეა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ეს მე გადამხდა. მუდამ მადლობელი ვიქნები გასაოცარი ქვეყნის საქართველოსი, მისი შესანიშნავი, თბილი ადამიანების; მისი ულამაზესი ბუნების და არაჩვეულებრივი საჭმლის. 

მიყვარხარ საქართველო. Didi Madloba! <3

პ.ს. ვეძებ ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულებით თბილისში“ – წერს ჯასპერი „ფეისბუქში“.


ამასთან, ის ავრცელებს კიდევ ერთ, ვრცელ ვიდეოს – „სადილი პრემიერთან – სიმართლე“ და წერს, რომ ეს იყო საუკეთესო მოგზაურობა მის ცხოვრებაში. 

 

ჰოლანდიელ ტურისტ ჯასპერ ბლექს, რომელიც საქართველოში შემოსული ექვსი მილიონი ტურისტიდან ბოლო იყო, განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს. ჰოლანდიელ ჯასპერს გიდობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.

წყარო

რას ფიქრობ?

1 point
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%