,

4 წლის ბავშვი მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა

11 მარტს, გამთენიისას 4 წლის ბიჭი მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით გარდაიცვალა, იგი 8 მარტს ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში“ მიყვანის დროს, როგორც ბავშვის ახლობლები ამბობდნენ, ბავშვს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.

ბავშვის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მათი თქმით, ბავშვი ანალიზების აღების შემდეგ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სახლში გაწერეს.

4 წლის ანრი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ბათუმში იგი ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%