,

გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს

გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, წურწუმიების ოჯახში თავდამსხმელები შეიჭრნენ, რომელთაც ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლეს. ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლულ მამაკაცს გალში რამდენიმე დღის წინ უთანხმოება მოუვიდა და ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ე.წ. “მილიცია” მუშაობს.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%