,

მზადება ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალესთვის

ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარსადგენი პროექტი, სახელწოდებით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“  უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში იტალიაში გაიზავნება. ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია. ამჟამად, მიმდინარეობს სახლის დაშლის პროცესი. ინსტალაცია, რომელიც ვენეციაში გაიგზავნება, საქართველოს ეროვნულ პავილიონში დაიდგმება.  პავილიონი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე 10 მაისს, 17:30 საათზე გაიხსნება.

 

ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“  მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.

 

პროექტის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – იულიან ჰეინენი, მწერალი, სპეციალიზირდება თანამედროვე ხელოვნებაზე. 2003–2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA” (კურატორი კრისტინ მასელი). „VIVA ARTE VIVA”  კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს  ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული, რომლისთვისაც შენობაში “Artiglierie”  115 კვ.მ. ფართობის სივრცეა განსაზღვრული.

ტიტრი:

  1. ვაჟიკო ჩაჩხიანი-პროექტის ავტორი
  2. ანა რიაბოშენკო – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
  3. თამარ კირვალიძე – თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების დირექტორი

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%