,

საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს

თბილისში რიგით მეოთხე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და ქართულ ინტერნაციონალური სამდიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია მართავენ. კონფერენცია მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებს.

2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით არის დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გინეკოლოგიური ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, დერმატო-ონკოლოგია, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებები და ორთოპედია-ტრავმატოლოგია.

სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვიდა , რომლებიც კოლეგებს საკუთარ კლინიკურ და სამეცნიერო  გამოცდილებას უზიარებენ.

საერთაშორისო სემინარი საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს,  ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც უკვე მეოთხე წელია ხელმძღვანელობს აღნიშნულ სემინარს.  

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%