,

კანაფის დათესვაზე პატიმრობა არ უქმდება, კანონპროექტიდან ამ შინაარსის მუხლი ამოიღეს

კანაფის დათესვაზე პატიმრობა არ უქმდება, კანონპროექტიდან ამ შინაარსის მუხლი, მეორე მოსმენით განხილვის დროს, დღეს, 20 ივნისს ამოიღეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება კვლავ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ამ მუხლის ამოღებით, აღარ შემსუბუქდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დიდი ოდენობით, ან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან არაერთგზის დათესვის დროს გამოსაყენებელი ზომები. კანონის მოქმედი რედაქციით, ამ დარღვევისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, კანონპროექტი კი ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

ამავე მუხლის ამოღებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება კვლავ ექვსიდან 12 წლამდე პატიმრობით დაისჯება. კანონპროექტით კი, პატიმრობის ვადა სამიდან ექვს წლამდე მცირდებოდა.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, ასევე კანაფის მცირე მოცულობად 750 გრამამდე განისაზღვრა, თუმცა პირვანდელ ვერსიაში 1 000 გრამი იყო.

კანონპროექტიდან ნარკოტიკული საშუალების შემცველი (მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების შესახებ) მუხლის ამოღებამდე არსებულ რედაქციას საქართველოს პარლამენტის 79-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი 16 ივნისს დაუჭირა.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 2

Upvotes: 1

Upvotes percentage: 50.000000%

Downvotes: 1

Downvotes percentage: 50.000000%