,

ტუბერკულოზის ცენტრში კლინიკური კვლევების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კლინიკური კვლევების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი გლობალური ალიანსის მხარდაჭერით ხორციელდება. კლინიკური კვლევების ფარგლებში მიმდინარეობს საზოგადოების ჩართულობის პროექტი. აღნიშნული პროექტის მასშტაბით მოეწყო შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან: არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ყოფილ პაციენტებთან, სოც. მუშაკებთან, ექიმებთან და უბრალოდ, დაინტერესებულ პირებთან.

პროექტის მიზანია დაინტერესებულ ჯგუფებს მიეწოდოს ინფორმაცია კლინიკური კვლევებისა და მასში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრაზე დაისვა მთავარი აქცენტები და პრობლემები, რასაც სტიგმასთან და ნაკლებ ინფორმირებულობასთან მივყავართ. როლური თამაშებით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა კლინიკური კვლევებისა და მასში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%