,

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა

ყაზბეგში ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგი ჩატარდა. ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის (TB) კვლევითი ტრეინინგის პროგრამა (EGTB-RTP) გამოხატავს პარტნიორობას ატლანტის ემორის უნივერსიტეტსა (აშშ) და თბილისის ქართულ ინსტიტუტებს შორის, რომელთა შორისაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი (NCTLD) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC); პროგრამაში ასევე ჩართულია ინფექციურ დაავადებათა, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (IDACIRC), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) და თსსუ-სთან არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა.

The EGTB-RTP ორიენტირებულია უზრუნველყოს შემეცნებითი ტბ კვლევითი ტრეინინგი იმედის მომცემი, პერსპექტიული ქართველი მკვლევარებისთვის. მთავარი მიზანია ტრეინინგში მონაწილეებისა და მათი ინსტიტუტების შესაბამისი უნარ-ჩვევებითა და კომპეტენციით აღჭურვა ტუბერკულოზთან დაკავშირებული კვლევების წარმოებისთვის ( ესენია: კლინიკური და/ან ტრანსლაციური კვლევა, ეპიდემიოლოგიური კვლევა, იმპლემენტაციური მეცნიერება, რომელსაც ოპერაციულ კვლევასაც უწოდებენ, ქცევის/სოციალური მეცნიერებების კვლევა და ლაბორატორიული კვლევა). EGTB-RTP ფინანსდება გლობალური ინფექციური დაავადებების გრანტით ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრიდან.

ტრენინგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სხვადასხვა საინტერესო თემა მოიცვა. ტრენინგის ძირითადი ამოცანები იყო:

1. გაგრძელდეს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კანდიდატთაგან ადამიანური რესურსების მომზადება საქართველოში ტუბერკულოზთან დაკავშირებული მაღალხარისხიანი კვლევების ჩასატარებლად.

2. განვითარდეს კვლევითი უნარ-ჩვევები მენტორობისა და ლიდერობის ტრეინინგების ჩატარებით ფოგარტის ყოფილი სტაჟიორებისთვის, რომლებმაც უნდა იმუშაონ ქვეყნის შიდა მენტორებად ახალ სტაჟიორებთან.

3. მოხდეს კვლევითი და ტრეინინგ აქტივობების ორიენტირება ტუბრეზისტენტული წამლების საერთაშორისოდ აღიარებული გამოკვლევის ჩატარების უნარიანობის გაზრდაზე და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მულტირეზისტენტული და ექსტენსიური (ზემდგრადი) რეზისტენტობის მქონე ტბ-ის კონტროლისთვის, რადგანაც ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემაა საქართველოში.

4. გაფართოვდეს EGTB-RTP-ის მიმართულება, რათა მოიცვას კვლევები და ტრეინინგები ტბ-სა და არაგადამდები დაავადებების თანხვედრის (NCDs) და მათი რისკ ფაქტორების შესახებ (ესენია: ტბ-დიაბეტი, ტბ-თამბაქოს მოხმარება, ტბ-გონებრივი სიჯანსაღე, ტბ-კვება).

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%