,

ალექსანდრე კალანტაროვი: “პაციენტის ბედნიერი თვალები არის უმაღლესი შეფასება”

გთავაზობთ ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს რეკონტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელის, პლასტიკური ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის – ალექსანდრე კალანტაროვის შესახებ, რომელიც სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ერთ-ერთი კლინიკის – “კარაპს მედლაინის” წამყვანი ქირურგია.

თქვენი კარიერული გზის დასაწყისი, როგორი იყო იგი და როგორ მიოხვდით ამ სფეროში?

დავამთავრე უნივერსიტეტი, დავიწყე მუშაობა და ავირჩიე პლასტიკური ქირურგია. ერთი წლის შემდეგ კი უკვე პრაქტიკულად დავიწყე მოღვაწეობა. იმ დროისთვის პლასტიკური ქირურგია მსოფლიო მასშტაბით იყო განვითარებული, მაგრამ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქირურგი იყო. ეს იყო „წოპე“ და რამდენიმე სხვა, რომლებიც აკეთებდნენ მხოლოდ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციებს. იყო დამწვრობის ცენტრიც, სადაც აკეთებდნენ დამწვრობის შემდგომ აღმდგენით ოპერაციებს. აი, ამით შემოიფარგლებოდა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია საქართველოში. წლები დასჭირდა ამ ყველაფერს, სანამ არ დაინგრა საბჭოთა კავშირი, სანამ არ შემოვიდა პროამერიკული ცოდნა, ტექნოლოგიები და ა.შ. სამედიცინო უნივერსიტეტში დღემდე არ სწავლობენ სტუდენტები პლასტიკურ ქირურგიას, ეს არის ძალიან ცუდი. ბევრი პრობლემებია დღემდე, სამწუხაროდ. მოსკოვში ჩავდიოდით, იქ კი ქსეროასლების საშუალებით რაღაც მასალებს ვაგროვებდით. ძალიან რთული იყო მაშინ ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც განვითარდა და დღეს ჩვენს კლინიკაში ტექნიკურად საერთაშორისო დონეზე სრულდება ყველა ოპერაცია. არ კეთდება მხოლოდ თმის გადანერგვა. არის ისეთი ოპერაციებიც, რომლებიც სირთულის გამო მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში კეთდება და ეს არის რთული რეკონსტრუქციული ოპერაცია. ალბათ გაგიგიათ, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა არის სახის გადანერგვა სხვა ადამიანისგან, დაახლოებით ამ სირთულის ოპერაციები სრულდება ჩვენთანაც, საუბარი არ არის სახის გადანერგვაზე, რადგან საქარველოში ეს თემა არ არსებობს. ჩვენ ვასრულებთ საკუთარი ქსოვილის გადანერგვას. თუმცა ტექნოლოგიურად და სირთულის მიხედვით ეს გახლავთ იგივე, რაც სახის გადანერგვა.

რა იყო ბიძგი, რამაც სწორედ პლასტიკური ქირურგიისკენ წარმართა თქვენი არჩევანი?

დღეს რთულია ამ კითხვაზე გიპასუხოთ. ძალიან ბევრი მომენტი იყო, ძირითადი კი მოტივაცია, სურვილი გახლდათ იმისა, რაც რთული იყო, სწორედ ის გამეკეთებინა.

თუ გახსოვთ თქვენი პირველი ოპერაცია და ის ემოციები, რაც განიცადეთ ოპერაციაზე შესვლის დროს?

დავიბადე და სწავლა დავასრულე საბჭოთა კავშირის დროს. მეექვსზე კურსზე სტანდარტული ოპერაცია იყო აპენდიტოქტომია ყველა სტუდენტისთვის, ვინც ქირურგიის განხრით ვაპირებდით გაგრელებას. პირველი პლასტიკური ოპერაცია კი იყო ცხვირის პლასტიკა. ყველაზე პოპულარული მაშინაც და ახლაც საქართველოში, სწორედ რინოპლასტიკა გახლავთ.
რა გრძნობა იყო, როდესაც პირველი პაციენტის შედეგი იხილეთ?

დღემდე იგივე გრძნობა მაქვს, პაციენტის ბედნიერი თვალები, როცა ის სარკეში იყურება, არის უმაღლესი შეფასება ქირურგის შრომისა და ცოდნის.

რინოპლასტიკის შემდეგ რომელი ოპერაციაა ყველაზე პოპულარული საქარველოში?

არის ფაქტები, როცა ოჯახიდან უკვე სამ თაობას აქვს გაკეთებული ცხვირის ოპერაცია ჩემთან. გეტყვით იმასაც, რომ ვითარდება მკერდის ოპერაცია. ბოლო პერიოდში ძალიან იმატა რაოდენობამ. იმიტომ, რომ მსოფლიო მაშტაბით, ძლივს მივიდა ხალხამდე ინფორმაცოა, რომ ეს არის სრულიად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის და ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაკეთება მკერდზე ოპერაციისა. ძირითადად არის სამი მიმართულება: პირველი, როდესაც სურთ მკერფის უფრო ლამაზი ფორმები. მეორე, როცა სურთ ძველი ფორმის დაბრუნება, ორსულობის და ლაქტაციის შემდგომ და მესამე, როცა სურთ ონკოლოგიური პრობლემებოს შემდგომ მკერდის აღდგენა. მესამე მიმართულების შემთხვევაში, პაციენტებს უკვე უჭირთ ფინანსურად. ამგვარი შემთხვევები მსოფლიოში ფინანსდება სადაზღვევოკომპანიებოს მიერ. ჩვენთან ჯერჯერობით სადაზღვევო კომპანიებს არ შეუძლიათ ამ ხარჯების დაფარვა. თუმცა, იქ ესეც ჩვეულებრივი ჯანმრთელობის სფეროა.

როგორია თქვენი ბრენდის ისტორია? რის შედეგად შეიქმნა ის ?

შრომა, მეტი არაფერი. პატიოსნად უნდა აკეთო შენი საქმე, კარგად უნდა იცოდე რასაც აკეთებ. ცუდი ტერმინია, მაგრამ არ უნდა „მოატყუო“ პაციენტი და შედეგიც მოვა. ქირურგია და მედიცინა არის ისეთი რამ… მაგალითად მე დღეს არ შემხვედრია ახალგაზრდა ექიმი, რომელსაც აქვს დიდი სახელი და გახლდეთ ბრენდი. ამ ყველაფერს თავისი დრო და განვითარება, გამოცდილება სჭირდება. ახალგაზრდობაში ადამიანმა მაქსიმალურად უნდა მოასწროს ცოდნის მიღემა. ჩემი ძირითადი პრობლემა დღეს არის თავისუფალი დრო. არსებობს ძირითადი ნიჭი, მაგრამ ამას განვითარება სჭირდება, ეს კი მუდმივი პროცესია. განვითარების გარეშე არაფერი არ გამოდოს.

როგორია თქვენი ცხოვრება კლინიკის კედლებს მიღმა:

პრაქტიკულად, ჩემი ცხოვრება სამსახურის გარეშე არ არსებობს. ოჯახისა და პირადისთვის არის მხოლოდ შაბათ-კვირა.

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცი ქირურგები უფრო ძლიერები არიან ქალბატონებთან შედარებით. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საქარველოშიც მეტია ძლიერი ქირურგი მამაკაცების რიცხვი. ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს თქვენი აზრით?

დიახ, ამას აქვს მნიშვნელობა და ეს არ გახლავთ რაიმე გენდერული პრობლემა. მსოფლიოში ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, ვინც აქტიურად მოღვაწეობენ ესთეტიკურ და პლასტიკურ ქირურგიაში, ოღონდ არის ერთი ნიუანსი, საზღვარგარეთ თავად ჯანდაცბოს და სტაციონარის სისტება ცოტა განსხვავდება. მაგალითად იქ არ ხდება ისე, რომ ხანგრძლივ ოპერაციას ასრულებდეს ერთი ქირურგი. იქ მოქმედებს სხვა პრინციპი. მაგალითად ქირურგს აქვს 4-5 საათიანი სამუშაო დღე და ეს ოპერაციაც გაუოფილია ეტაპებად. ერთი ჯგუფი მოდოს და მუშაობს ოპერაციაზე 4 საათი, შრმდეგ მას ანაცვლებს სხვა გუნდი. მაგალითად სახის გადანერგვოს ოპერაცია გრძელდება 25დან 28საათამდე და მასში მონაწილეობს 60 ადამიანამდე. ჩვენთან ასე არ ხდება, ჩვენთან ძალიან სერიოზული პრობლემებია კადრების, ექთნების, ექიმების, სანიტრების. აქედან გამომფინარე, იგივე ოპერაციას ასრულებს 1ჯგუფი. შესვენებებზე მხოლოდ საპირფარეშოში გავდივართ. აი ქალისვოს ამგვარი შრპმა, დილიდან საღამომდე,თან როცა ოჯახსაც მოწყვეტილი ხარ ფოზიკურად რთულია. შემი გადმოსახეფიდან, ქალი რომ ვიყო მაშინ არც მეუღლე არ უნდა მყავდეს და არც შვილები. ვფოქრობ ჩვენთან ქალის შემთხვევაში გაცილებით რთულია ასეთი სამსახური. ვფიქრობ, სწორედ ეს ატის ის კომენტი, როს გამოც გოგონებს უჭირთ ამ მიმარულების არჩევა. ქალები ძალიან ნაყოფიერად და აქყიურად მუშაობენ კოსმეტოლოგიაში, ესთეტიკურ ქიტურგიაში, სტომატოლოგიაში, სადაც ეს დროის და გიზიკური დატვირთვის პრობლემა ასე მწვავედ არ დგას.

მოდით, ჩავატაროთ ერთგვარი ექსპეტიმენტი. შემოვედი თქვენთან როგორც პაციენტი და მჭირდება ცხვირის ქირურგიული ოპერაცია. როგორ დგება ურთიერთობა და კომუნიკაცია ასეთ დროს?

მარტივად რომ ვთქვათ კონსულტაცია არის მეგობრული შეხვედრა. რა თქმა უნდა, განსხვავდება ექიმის ბანალური კონსულტაციისგან, იმიტომ, რომ თქვენ არ ხარ ავადმყოფი. თქვენ შემოდიხართ ჩვენთან რაღაც სურვილით, შეიძლება ეს იყოს უმნიშვნელო ან სერიოზული პრობლემა. მაგალითად, ზოგი მთელი ცხოვრება დადოს კეხით ცხვირზე და ეს საერპდ არ ანაღვლებს. ამ დროს კი სხვა ადამიანს პატარა მუწუკი ჰქონდეს ცხბირზე და ეს იყოს მისთვის კატასროფული პრობლემა. ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე. ჩემი მოვალეობაა, რომ გავიგო თქვენი სურვილი. ათასი შემთხვევოდან ალბათ ერთია, როცა პაციენტის სურვილს არ ვეთანხმები, თუმცა დანარჩენ შემთხვევებდი პაციენტები არიან სრულიად ადეკვატურები და მე მათი მესმის. უკვე ამის შემდეგ ჩვენ ვთავაზობთ სამედიცინო მეთოდებს და გამოსავალს. ეს არის ხოლმე ლექცია თავისივარიანტებით, შედეგებით და ილუსტრაციებით. ეს არის სწორედ ის ეტაპი, როცა არ უნდა მოატყუო პაციენტი და აუხსნა შედეგები და სირთულეები, შესაძლო გართულებები, რისკები. აქედან უკვე იწყება რეალური მედიცინა და მეცნიერება. პაციენტი უკვე მოსულია თქვენამდე, მარკეტინგი და ბიზნესი აქ უკვე აღარ არსებობს. გადაწყვეტილებას საბოლოოდ ვიღებთ პაციენტთან ერთად.

რატომ უჩნდებათ ადამიანებს სხეულის კორექტირების სურვილი?

ეს ჩვეულებრივი ადამიანური სრვილია. როცა გსურს, რომ კარგი სამოსი გეცვას ან კარგი საათი ეკეთოს. ჩვენი ტექნოლოგიურად განვითარებული ცხოვრებისთვის, ეს არის ჩვეულებრივი მომენტი.

თუ გაქვთ შრმთხვევები, როცა უყურებთ ადამიანს და ფიქრობთ რისი შეცვლა მოუხდებოდა მას გარეგნობაში?

ძალიან ხშირად. მხოლოდ მე კი არა, თითქმის ყველას, ჩვენ ქირურგებს, თანამშრომლებს. პირველი შეხვედრის დროს ყველა ჩვენგანი ადამიანს აფასებს პროფესიონალური თვალსაზრისიდან გამომდინარე. ეს უბრალოდ თამაშია.

რამდენად ხშირად ურჩევთ ახლობლებს, ნაცნობებს ამ პროფესიას გაჰყვნენ?

გადაწყვეტიება ყველამ თავად, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მამაკაცები, სტუდენტები მოდიან დიდი სურვილით, რაიმე ახალი ნახონ. ჩვენ ვურჩევთ, სწორედ თავიდანვე იხილონ ყველა სირთულე, ყველაფრის ნახვის შემდეგ კი ისინი აბსოლუტურად ახალი თვალით აფასებენ ჩვენ დარგს.

დღეს როგორ ისწავლება პლასტიკური ქირურგია?

სტუდენტები ჩვეულებრივად ერთად გადიან ქირურგიას, სპეციალობები არ აქვთ გაყოფილი. ამთავრებენ უნივერსიტეტს და შემდეგ უკვე აქვთ რაღაც პერიოდი უფლება, იმუშაონ გამოცდილებისთვის. ამის შემდეგ აბარებენ მიზნობრივ რეზიდენტურაში, სადაც გადიან 3-4-5 წლიან სწავლებას კონკრეტულ სპეციალობებში.

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შეაფასოთ, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეთ სპეციალობის არჩევისას?

დიახ, მე პროფესიონალური მიდგომით და არჩევანით დღეს კმაყოფილი ვარ. ხელახალი შანსის შემთხვევაში, მე იგივე არჩევანს გავაკეთებდი.

რამდენად იცვლება ემოციები კარიერის დასაწყისიდან დღემდე, რომელიც ოპერაციაზე შესვლის წინ აქვთ ქირურგებს?

ემოციები რა თქმა უნდა იცვლება, ერთნაირი ემოციები არ არსებობს. მახსოვს, როცა ვსწავლობდი შემხვდა ერთი ამერიკელი ქირურგის წიგნი. დღემდე მახსოვს ერთი ციტატა შესავალიდან: „ნებისმიერ პაციენტს ისე უნდა შეხედო და მოუარო, როგორც შენს პირველ პაციენტს.“ ამ სიტყვებში ძალიან დიდი ფილოსოფია დევს. ეს არ ნიშნავს, რომ შენ იგივე ნაირად უნდა განიცადო, როგორც პირველი პაციენტის დროს განიცდიდი. პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთნაირი შენი პირველი და ნებისმიერი შემდგომი პაციენტის მიმართ. პირველ პაციენტთან ყოველთვის მეტ ყურადებას ვიჩენთ, ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობა, ემოციები კი რა თქმა უნდა იცვლება.

ცხოვრებოს ამ ეტაპზე როგორ გრძნობთ თავს?

დრო! კიდევ უფრო მეტი დრო მჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე ვაკეთო.

როგორც დღევანდელი ინტერვიუდან ვხვდებით, სამუშაო არ იქცა თქვენთვის რუტინად

არა. კოლექტივი შერჩევის დროს ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მხოლოდ ანაზღაურების გამო ადამიანები ჩვენთან არ მუშაობენ და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვისაც და მათთვისაც. ძირითადი პერსონალი ქალბატონები გვყავს, რომლებსაც ოჯახები, შვილები ჰყავთ და მაინც უზარმაზარი სიყვარულით, ემოციებით მუშაობენ ამ ხანგრძლივი ოპერაციების დროს. ხშირად ღამითაც რჩებიან როცა საქმე არ გვაქვს დასრულებული. ეს კი არის უდიდესი სიყვარული საქმის მიმართ.

შეაფასეთ თქვენი ხასიათი უცხო ადამიანის თვალით.

ხასიათი მარტივი არ მაქვს. სირთულეებიდან გამომდინარე, რადგან ძალიან რბილი ხასიათის ადამიანი ამდენს ვერ შეძლებს, ამდენ საქმეს ვერ გაარმევს თავს. ეს სამწუხაროდ დამოკიდებულია სოციუმზე. ძალიან ბევრი პრობლემებია საქარველოში და თუ შენ არ ებრძოლე რაღაცეებს, მაშინ საქმეს ვერ გააკეთებ. სამწუხაროა ეს… საზღვარგარეთ მედიკოსები ფაქტიურად ფუფუნებაში ცხოვრობენ, მათ არ ჭირდებათ კამათი, ბრძოლა და რაიმეს მტკიცება. ჩვენთან არ გამოგივა არაფერი რეალურად, თუ არ ხარ მებრძოლი ხასიათის, გამტანი და პრინციპული.

როგორია თქვენი მომავალი გეგმები? როგორ ხედავთ თქვენი ცხოვრების მომავალ წლებს?
მე ვუყურებ მსოფლიო ტენდენციებს. დავდივარ ბევრ კომფერენციებზე. ძალიან ბევრი კონტაქტები გვაქვს უცხოელ კოლეგენთან და საეროდ, ტენდენცია პლასტიკურ ქირურგიაში ისეთია, რომ უკვე ასაკიანი ქირურგი ოპერაციებზე შედის მხოლოდ რთული მომენტების დროს. ძირითადად კი დროს უთმობენ სამეცნიერო ნაშრომებს. მისი ძირითადი მიმართულება არის კადრების მომზადება, მეცნიერება და ა.შ. საქარველოში ასეთი რამ ჯერჯერობით არარეალურია. მეორე, როცა ამ პროფესიის ადამიანები შორდებიან საუნივერსიტეტო საქმიანობას, ქმნიან კერძო კლინიკებს და ამუშავებენ მცირე ზომის, ოჯახური ტიპის კლინიკენს, რომლის სურვილიც მეც უკვე ათი წელია მაქვს, მაგრამ ალბათ, როცა ცხოვრება განვითარდება და ეკონომიკურო პრობლემები აღარ იქნება ქვეყანაში, ვიფიქრებ ამ მიმარულებაზეც. ჯერჯერობით კი ვმუშაობთ იქ, სადაც ახლა ვმუშაობთ.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%