,

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმებმა გულმკერდში დაჭრილი 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს

ქუთაისში, 1 ივლისის საღამოს პნევმატური იარაღით დაჭრილი, შოკურ მდგომარეობაში მყოფი 9 წლის ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში იქნა შეყვანილი. უმძიმესი პაციენტის გადასარჩენად პედიატრიულმა და კარდიოქირურგიულმა სამსახურმა დროის უმოკლეს ვადებში შეძლეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და კარდიოქირურგიული ოპერაციისთვის პაციენტის დასტაბილურება.
კარდიოქირურგიული ოპერაცია 4 საათი გაგრძელდა. ოპერაციის დროს აღმოჩნდა გულის და მარჯვენა ფილტვის ქსოვილების სისხლმდენი დაზიანებები. დარღვეული იყო გულის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობა, პერიკარდიუმის ღრუდან ამოღებულ იქნა 0,8 სმ ზომის ტყვია.
წარმატებული ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იქნა კარდიოქირურგიულ ინტენსიურ განყოფილებაში.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობს და გადის პოსტოპერაციულ მკურნალობას კლინიკაში.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%