,

ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომლები უზბეკ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს უზბეკი კოლეგები ესტუმრნენ. ქართველი ექიმები უზბეკ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

მათი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი, საქართველოს გამოცდილებისა და აქ დანერგილი პრაქტიკის ათვისება გახდა. რამდენიმე კაციანი ჯგუფი ძირითად სამუშაო შეხვედრებს ტუბერკულოზის ცენტრში მართავდნენ, თუმცა ისინი სხვადასხვა შეხვედრებსაც დაესწრნენ. უზბეკი სპეციალისტების ჯგუფი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მართვაში, ახალი მედიკამენტების დანერგვის პროცესს გაეცნო.

ტრენინგების ძირითად სერიას ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობისა და სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ლომთაძე ხელმძღვანელობდა.

ტრენინგები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.

20170725_133838 20170725_133905 20170725_133918 20170725_133935 20170725_134000 20170725_134117 20170725_134129 20170725_134134 20170725_134149 20170725_134205 20170725_134223 20170725_134234

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%