Connect with us

ინტერვიუ

მამუკა ჩხაიძე: “თუ გინდა დასახულ მიზანს მიაღწიო, მასში დიდი საფასური უნდა ჩადო”

Published

on

​სანამ წარმატება მოვიდოდა, რთული და გრძელი გზა გაიარა. პროფესიულ არჩევანი შემთხვევითი გადაწყვეტილება არ ყოფილა. სამედიცინო ოჯახიდან გამოსული მამუკა ჩხაიძე ტრადიციის გამგრძელებლად იქცა. ქართულ განათლებაში არსებული პრობლემების მიუხედავად შეძლო და პროფესიონალიზმის გზას დაადგა. ახლა მისი სახელი მაღალპროფესიონალიზმთან და ნდობასთან ასოცირდება. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი​ საკუთარ ცხოვრებაზე, პროფესიასა და კლინიკაზე გვესაუბრება.

​მამუკა ჩხაიძე: სიმართლე რომ გითხრათ მხატვრობა მინდოდა და არა ექიმობა. სერიოზულად ვიყავი გატაცებული ხატვით, თუმცა ჩემს ოჯახში ექიმობა ტრადიციად იყო ქცეული. ბაბუაჩემი, დეიდაჩემი ექიმები იყვნენ. ჩემმა დამაც სამედიცინოზე ჩააბარა. ოჯახის გამო არსებობდა განწყობა, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. დაახლოებით მე-9 კლასში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ექიმობა უფრო პრიორიტეტული იქნებოდა ჩემთვის.

– ეს გადაწყვეტილება გონებით მიიღეთ თუ გულით?

გონებით, სიმართლე რომ გითხრათ.

– ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო?

მე ვფიქრობ, 100%-ით სწორი გადაწყვეტილება იყო.

– ხატვას შეეშვით?

ცოტა ხანს კიდევ ვხატავდი. მერე აღარ გამხსენებია, თუმცა ასაკთან ერთად ვფიქრობ რომ უნდა დავუბრუნდე.

– ბოლოს რა დახატეთ?

ბოლოს პეიზაჟი დავხატე აგარაკზე. როცა დავუბრუნდები მხატვრობას, ალბათ, ისევ ბუნებას დავხატავ.

– რამ განაპირობა ახლა უკვე მედიცინაში თქვენი პროფესიული არჩევანი?

– ინსტიტუტში სწავლის დროს მქონდა სამი არჩევანი. ჯერ ვაპირებდი ქირურგობას, მაგრამ რეალურად შევაფასე სიტუაცია და აღარ მომხიბლა. მერე ვფიქრობდი, ნერვოლოგობას, წმინდა პრაგმატული გამოყენებით და საბოლოოდ, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. სტუდენტობის დროს მედ-ძმად დავიწყე მუშაობა იაშვილის კლინიკაში. ძალიან კარგი კოლექტივი იყო, მაღალპროფესიონალური და ამ ყველაფერმა გავლენა იქონია პროფესიულ არჩევანზე. ვხედავდი იმას, რომ რეანიმატოლოგია სწრაფ გადაწყვეტილებას ითხოვს. სწრაფი გადაწყვეტილება კი, სწრაფ შედეგს გაძლევს, ამან მომხიბლა.

– რა იყო თქვენთვის მთავარ ბარიერი, სამედიცინო სფეროში, ექიმად ჩამოყალიბების გზაზე?

მე იმ ეპოქიდან ვარ, როდესაც საბჭოთა კავშირი დასასრულისკენ მიდიოდა. ამ დროს ყველა სფეროში უმოძრაობა იყო. გულწრფელი ვიქნები, რომ იმ დროს სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში არ იყო საუკეთესო. არ იყო წიგნები, სათანადო ლექციები და ამასთან არ იყო უცხოეთში გამოცდილების მიღების საშუალება. ნახევრად მომზადებული ექიმები საავადმყოფოში ხვდებოდნენ და მერე იქ უნდა მიეღოთ მაქსიმალური ცოდნა. ძირითადად უფროსი კოლეგების ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებით ხდებოდა ჩვენი განვითარება. არ არსებობდა სახელმძღვანელოებსა და ჟურნალებზე წვდომა.

– როგორი იყო კარიერაში თქვენი პირველი ნაბიჯები?

უნივერსიტეტის მერე ახალგაზრდა ექიმი იაშვილის კლინიკაში ექიმ-რეანიმატოლოგად დავბრუნდი. მას შემდეგ რაც ეფექტური მანიპულაციები და პროცედურები ჩავატარე, მოვიდა პოპულარულობაც. მაქებდნენ და მეგონა, რომ მართლაც რაღაცას წარმოვადგენდი. რეალურად, თვალი 1995 წელს ამეხილა, როდესაც ჯო ენის ამერიკული სამედიცინო ცენტრი დაარსდა, თანდაყოლილი გულის მანკის კლინიკა საქართველოში. იქ მიმიწვიეს, როგორც ბავშვთა რეანიმატოლოგიაში გამოცდილების მქონე და შემდგომში ინტესიური თერაპიის სამსახურის უფროსი გავხდი. სწორედ ამერიკელ კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობა იყო ჩემთვის თვალების ახელა. მივხვდი, რომ მედიცინაში არაფერი არ ვიცოდი. ამ დროს უნივერსიტეტი 6 წლის დამთავრებული მქონდა. მაშინ დაიწყო მეორე ეტაპი. რეალურად, ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ერთი, მათ უამრავი სამედიცინო ლიტერატურა ჩამოგვიტანეს, მეორე მათთან ურთიერთობა ახალი აღმოჩენების ტოლფასი იყო. ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რაზეც მე წარმოდგენა არ მქონდა. როცა მათი ჩამოტანილი სახელმძღვანელოების კითხვა დავიწყე, მივხვდი, რომ ქართულ და ამერიკულ განათლებას შორის დიდი განსხვავება იყო. მერე, ცოტა ხანში, წავედი საერთაშორისო სკოლაში, იტალიაში – International Hard Scool, სადაც საბედნიეროდ მქონდა იმის საშუალება, რომ ჩემი თეორიული დეფიციტი შემევსო. ერთი წელი ვმეცადინეობდი, როგორც სტუდენტი. იქ სერიოზული ცოდნა შევიძინე, რითაც უაღრესაც კმაყოფილი ვარ.

– როგორ ფიქრობთ, რამ ჩამოაყალიბა მამუკა ჩხაიძე პროფესიონალ ექიმად?

მოდი განვაზოგადოთ. ნორმალური, სტაბილური, უსაფრთხო ექიმი, რომ იყოს ადამიანი, ამისათვის საჭიროა – მას შეეძლოს სამედიცინო ლიტერატურის წაკითხვა, გაგება და ამ ცოდნის კლინიკურ სიტუაციაში გამოყენება. ასევე, უნდა ქონდეს ხელი, რომ მანიპულაციებს ატარებდეს უსაფრთხოდ. მისი ფსიქიური პორტრეტი უნდა იყოს მდგრადი, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დეტალებისადმი ყურადღება არის ჩვენი პროფესიის აუცილებელი ნაწილი და ამ დეტალების სწორი ანალიზი, დროული და ადეკვატური რეაქცია. რაც შეეხება მაღალი დონის ექიმობას და ვარსკვლავობას, როგორი ექიმებიც არიან საქართველოში, აქ უკვე სხვა რაღაცებია საჭირო. აქ ინტუიტური რაღაცებიც ერთვება. ისეთი რამეებიც შეიძლება აღმოაჩინო, რასაც სხვა ვერ შეამჩნევს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. მე ჩემს სტუდენტებს სულ ამას ვეუბნები. ექიმობას არ სჭირდება განსაკუთრებული ტალანტი. უბრალოდ, ის თვისებები უნდა გქონდეს, რაც ჩამოვთვალე. ექიმობა არის დაუზარებელი შრომა.

– ოჯახი და სამედიცინო სფერო. რამდენად რთულია ამ ორი რამის ერთად შეთავსება?

ახლა როდესაც კარიერაში ჩემს პოზიციებს მივაღწიე, უკვე ვიცლი ოჯახისთვის. თუმცა იყო დრო, როდესაც ვერ ვიცლიდი. ეს იყო ობიექტური. 2-3 დღე სახლში არ მივდიოდი. ბავშვებს რომ მოვენატრებოდი, ჩემ მეუღლეს მოჰყავდა ხოლმე. ყველა პროფესიაში ასეა, თუ გინდა დასახულ მიზანს მიაღწიო, მასში დიდი საფასური უნდა ჩადო.

– თქვენ მიაღწიეთ დასახულ მიზანს?

მე ვთვლი, რომ პროფესიულად ნამდვილად მივაღწიე ჩემს მიზნებს.

– როდესაც თეთრ ხალათს იხდით, როგორია თქვენი ცხოვრება?

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მეგობრებთან დროის გატარება და ე,წ, გასტრონომიული თავგადასავლები – ახალი კერძებისა და ახალი ღვინოების გასინჯვა. კერძებს მეც ვამზადებ, ყველაზე კარგად ზღვის პროდუქტები გამომდის.

–  და ბოლოს, რატომ უნდა მოვიდნენ ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოში და განდონ საკუთარი შვილები?

ამ საავამდყოფოში საკუთარი ბავშვები იმიტომ უნდა გვანდონ, რომ აქ მუშაობენ მაღალპროფესიონალი ექიმები, ექთნები. უსაფრთხოება და მკურნალობის ხარისხი გარანტირებულია. რასაკვირველია, საქართველოს არცერთი კლინიკა იმ მატერიალური რესურსებით ვერ დაიკვეხნის, როგორიც ევროპასა და აშშ-შია. თუმცა არაფრით არ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებს, როგორიცაა ბალტიისპირეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ა.შ. ყველა ის აუცილებელი მანიპულაცია, დახმარება და მკურნალობა აქაც შეუძლიათ მიიღონ. ამასთან ერთად არის ძალიან გულითადი დამოკიდებულება და კარგი კოლექტივი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლინიკა საკუთარ მიმართულებაში მოწინავეა.

Continue Reading
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ინტერვიუ

“სახლში ნაპოლეონის 900 კაციანი არმია მყავდა” – ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან

Published

on

By

ბავშვობაში ძერწვა მიყვარდა და ჯარისკაცებს ვაკეთებდი ხოლმე. ამ საქმეს იმდენად ვყავდი გატაცებული, რომ ერთ დღეს აღმოვაჩინე –  სახლში ნაპოლეონის 900 კაციანი არმია მყავდა.


როგორი ბავშვობა გქონდათ, რა იყო თქვენი ჰობი და ძირითადი ინტერესის სფერო.
ლოგიკურია, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, ბავშვობის პერიოდი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში.

როგორც ყველა ბავშვს, ეზოში თამაში მიყვარდა. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ მსუქანი ვიყავი. ტლანქი, მოუქნელი. მიტაცებდა წიგნების კითხვა და რასაც ვკითხულობდი ხოლმე, თავს იმ სამყაროში წარმოვიდგენდი. ასევე, მიყვარდა საძერწებით სხვადასხვა ფიგურების კეთება. ამ საქმეს დიდი მონდომებით ვეკიდებოდი და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი. ვძერწავდი ჯარისკაცებს, სასახლეებს და შემდეგ ერთმანეთში ვაბრძოლებდი ხოლმე. სკოლაში მხოლოდ ისტორიას ვსწავლობდი, რადგან ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა. სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ პროფესიადაც ისტორია ავირჩიე და უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.



ცხოვრების გზაზე, პირველი საფეხურები საკმაოდ რთულია და არსებობს სხვადასხვა ბარიერი. თუ გქონიათ დაბრკოლებები და როგორ გამკლავებიხართ.

რა თქმა უნდა, მარტივი არაფერია. ერთერთი პირველი დაბრკოლება, რაც ახლა მახსენდება, იყო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის. იმ დროს უნივერსიტეტში, თან სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა ძალიან რთული იყო. ან მომზადებაში უნდა გადაგეხადა თანხა, ან სანაცნობო უნდა გყოლოდა. ჩემი ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა და შესაბამისი თანხები, რა თქმა უნდა, არ მქონდა. პირველად ვერ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ამ პერიოდს ჯარში გაწვევა დაემთხვა. ამის გამო, დავიწყე მუშაობა, რომ ჯარში წასვლის დრო გადაევადებინათ და ხელმეორედ ჩამებარებინა. მაშინ სხვადასხვა სამუშაოები იყო, მე მღებავად დავიწყე მუშაობა და აივნებს ვღებავდი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოუქნელი და მსუქანი ვიყავი. ერთხელ მახსოვს, ზედამხედველი  ჩვენს შესამოწმებლად მოვიდა და ჩემი ნამუშევარი რომ ნახა ირონიულად იკითხა:
ეს სულ შენ შეღებეო?
კი – მეთქი.
მაშინ ხვალ აღარ მოხვიდეო.
მოკლედ, მღებავობა და მიწის თხრა ჩემი საქმე არ გამოდგა. (წუხს)

ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ხოლმე ისეთი ამბავი, მოვლენა, რაზეც სწავლობს ან უბრალოდ სხვა თვალით იწყებს რაღაცების ყურებას. თქვენ თუ გქონიათ ცოხვრებაში ისეთი ეტაპი, როცა არ იცოდით როგორ მოქცეულიყავით, მაგრამ თავი გაართვით და მაგალითიც კი მოგეცათ გამოცდილებასთან ერთად.
ასევე, რამე სახალისო ისტორიას ხომ არ მოგვიყვებოდით, რაც დღემდე ღიმილით გახსენდებათ.

დიახ, მქონია და ეს პერიოდი, მაგალითი ან თუ გინდათ გამოცდილება დაარქვით, იყო ჯარი.
უცებ, სრულიად მოულოდნელად, 2500 კილომეტრის იქით აღმოვჩნდი. უცნაურ სახლში, უცნაური ადამიანებით. ქართველები ძალიან ცოტა იყვნენ. იყო დაპირისპირებები, სტრესი, დაბრკოლებები. მეგონა, რომ ვერასოდეს გავართმევდი თავს, მაგრამ გადავლახე და ცხოვრებას სულ სხვაგვარი თვალით შევხედე. ადამიანს უწევს ბრძოლა, საკუთარ თავზე მუშაობა და ცხოვრებაში უნდა გააჩნდეს მიზანი, რისთვისაც სიცოცხლის გაგრძელების მოტივაცია ექნება. სახალისო ისტორიას რაც შეეხება, ცხოვრებაში ისეთი მომენტიც მქონია, რომ საქორწინო მოგზაურობიდან მარტო დავბრუნებულვარ. უკან დაბრუნების დროს საჭმელი მოგვშივდა, მე ზესტაფონში ღვეზელების საყიდლად გადავედი და მატარებელმა, რომელშიც მეუღლე და მეგობრები ისხდნენ  გამასწრო.  ისინი წავიდნენ, მე კი რამდენიმე ხანში ჩემი ღვეზელებიანად ჩავედი, რისთვისაც თოვლიან რიკოთზე ტაქსისთვის მიწოლა დამჭირდა.

პოლიტიკაში როდის და როგორ აღმოჩნდით. საიდან დაიწყო ყველაფერი და თქვენს პირდაპირ სპეცილობასა და პოლიტიკას რამდენად წარმატებით უთავსებთ ერთმანეთს.

პირველი ნაბიჯები საბჭოთა პერიოდში იყო, თუ შეიძლება მას პოლიტიკა ეწოდოს. კომკავშირის საქმიანობაში ჩავერთე ოჯახის დაჯინებული თხოვნით, რადგან ეს იყო კათედრაზე დარჩენის ფასი. მაგრამ მალევე წამოვედი, იმიტომ რომ, სიმართლე გითხრათ, თავს წარმატებით ვერ ვართმევდი იმ საქმეს, რისიც არ მჯეროდა. ამის შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობის გაშლა და არაფორმალური ჯგუფების ჩამოყალიბება. მეც დავინტერესდი, გავიჩინე ბევრი ნაცნობი, ზოგს მანამდეც ვიცნობდი უნივერსიტეტში. ეროვნული მოძრაობის იდეამ, როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსი, ძალიან გამიტაცა და ასე აღმოვჩნდი უკვე 1991 წელს „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ერთერთი დამფუძვნებელი. 1991 წლიდან შეიძლება პირველი ნაბიჯების ათვლა დავიწყო, მაგრამ პარალელურად აკადემიურ სფეროს არ ვეშვებოდი.

პოლიტიკაში გქონდათ პაუზა და შემდეგ ისევ დაბრუნდით. რამდენად რთულია გადაწყვიტო რა გინდა, რა დაიწყო და რა დაასრულო? რა ფაქტორები ახდენს გავლენას კარიერაში მიმდინარე  ცვლილებებზე.

პირველ რიგში, საქმის სათანადო სიყვარულის არსებობა, ან არ არსებობა. თუ საქმე გიყვარს, ხარ ერთგული. შესაბამისად, უნდა იყო პროფესიონალი და მუდმივად გაგაჩნდეს თვითგანვითარების სურვილი. 26 წელიწადია ვასწავლი. ჯერ დავიწყე 55-ე სკოლიდან, შემდეგ ვასწავლიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს კი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი ვარ ხოლმე თავისუფალ უნივერსიტეტსიც. შესაბამისად, ეს არის სფერო და საქმე, რაც ძალიან მიყვარს. პოლიტიკაში ზვიად გამსახურდიას დროიდან მქონდა დაახლოებით ათწლიანი პაუზა, მაგრამ დავბრუნდი „გვიანი“ შევარდნაძის პერიოდში, რადგან საკმაოდ რთული სიტუაცია იყო და თავი ვალდებულად ჩავთვალე, გარკვეული პასუხისმგებლობა ამეღო. პოლიტიკის გარეშე, სახელმწიფო არ არსებობს, შესაბამისად ქვეყნის წინაშე, ვალდებულება ყველას გააჩნია. შევარდნაძის შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, ივანიშვილის პერიოდი, დეპუტატობა…
რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეხედულებები დღესაც გამაჩნია და საკმაოდ მონდომებული ვარ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად უკეთესობისკენ შეიცვალოს. ამიტომ დღეს ჩემი არჩევანი „ევროპული საქართველოა“.

რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს. ვინც საკუთარი თავის დამკვიდრების პრიცესშია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჯერ იპოვო თავი, სასურველი პროფესია და იყო წარმატებული უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო საქმეა.

საჭიროა ფიქრი, შრომა, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწორად არჩეული საქმის სიყვარული. მიზნის ერთგულები უნდა ვიყოთ და გაცნობიერებული გვქონდეს, რა გვინდა ცხოვრებაში. ასევე, ბედის გაღიმებაც საჭიროა, მაგრამ თუ არ დაეხმარე, გაღიმებულ ბედს, როგორც მოვიდა, ისევ ისე ჩაივლის. სწავლა, მონდომება, ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი. მე პროფესიონალიზმში მხოლოდ ცოდნას არ ვგულისხმობ. ესაა ეთიკა, ნორმები და სიყვარული. თვითგანვითარების მუდმივი სურვილი. ესაა ფორმულა, რაც ყველა სფეროსა თუ პროფესიას ერგება. აზრი კი ერთია – შენი საქმე უნდა გიყვარდეს.

უნდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში, მარტივი პოლიტიკური სიტუაცია არაა, მაგრამ მჯერა რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. ვყოფილვარ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მაქვს ორი პროფესია და ორივე ქუდის შედეგიანად ტარებას ვცდილობ.
მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და გულწრფელად ვამბობ – ვნახე ორი რევოლუცია და მესამე აღარ მინდა!

მოამზადა: სოფო ზურაბიანმა


Continue Reading
საზოგადოება5 months ago

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საგრანტო კონკურსების, კონფერენციებიsს ვორკშოპების, სემინარების,  სეზონური სკოლებისა და სხვადასხვა სტუდენტური და საერთაშორისო პროექტების შემუშავებას ისახავს მიზნად თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი...

მსოფლიო6 months ago

Associated Press-ი – აშშ-ი ერაყში 4000 სამხედროს დატოვებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან ჯარის ნაწილის გამოყვანა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ი ერაყის მთავრობის ორ...

სპორტი6 months ago

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება​ – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ტალახაძემ გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ძალოსანი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ...

ჯანდაცვა7 months ago





მადონა ჯუღელის საერთაშორისო აღიარება

კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრის, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს...

პოლიტიკა7 months ago

პრემიერი: ადამიანს ხანდახან ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დღეს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების...

პოლიტიკა7 months ago

ირაკლი კობახიძე – მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა, რაც კონკრეტულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ვერ გამოავლინეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დღეს განხორციელდა მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი...

მსოფლიო7 months ago

აშშ-ის კონგრესმა გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაც დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაცდაუჭირა მხარი. „ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება“, – განაცხადა ტრამპმა...

ტექნოლოგიები7 months ago

მესენჯერში 4K რეზოლუციის ფოტოების გაგზავნა და მიღება მალე გახდება შესაძლებელი

მესენჯერში ყოველთვიურად 17 მილიარდზე მეტი ფოტო იგზავნება. მიუხედავად ამ მონაცემისა, მომხმარებლები ხშირად თავს ვიკავებთ პლატფორმით სარგებლობისგან, რადგან ვიზუალური მასალის ხარისხი მესენჯერში...

ტექნოლოგიები7 months ago

ფეისბუქი სუიციდის პრევენციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებს

ფეისბუქი თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, სუიციდის პრევენციას კიდევ ერთხელ შეეჭიდა. კომპანია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებაზე, რომელსაც გარკვეულ დონეზე უკვე შეუძლია, ამოიცნოს ადამიანის თვითმკვლელობისადმი...

ტექნოლოგიები7 months ago

მესენჯერი ბავშვებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში მესენჯერის საბავშვო ვერსია Messenger Kids ჩაეშვა. მშობლები ნერვიულობენ ბავშვების უსაფრთხოებაზე და ხშირად არ აძლევენ მათ სოციალურ ქსელში დარეგისტრირების...

რეიტინგული