,

ტუბერკულოზის ცენტრს TB Rep პროექტის ფარგლებში უცხოელი კოლეგები ესტუმრნენ

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გლობალური ფონდის TB Rep პროექტის ფარგლებში უცხოელი კოლეგები სტუმრობდნენ. მათ ვიზიტს ცენტრში დიდი გაერთიანებული შეხვედრა უძღვოდა, რომელიც 18 სექტემბერს ჩატარდა. გაერთიანებულ შეხვედრას მრავალი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანიც ესწრებოდა. გაერთიანებული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტუბერკულოზის ცენტრი დაათვალიერეს.

​ნინო ლომთაძე, ეპიდზედამხედველობისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი: რეალურად, მათი მისია 5 დღის წინ დაიწყო. ისინი წარმოადგენენ იმ დიდ ჯგუფს, რომლებიც 18 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ამავე რიცხვში ჩატარდა დიდი გაერთიანებული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მრავალი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები, ჩვენი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ მაღალი დონის დისკუსიების წარმოება ტუბერკულოზის შესახებ. ​​პროექტის ფარგლებში ჩვენს ცენტრს უკრაინული ორგანიზაცია “TB ალიანსი – საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის​” და ბრიტანული ორგანიზაცია Result ეწვია. მათ დაათვალიერეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი და ჩვენი გამოცდილება გაიზიარეს.

​შეხვედრას ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გაბუნიაც დაესწრო.

თამარ გაბუნია, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: ეს ​გლობალური ფონდის TB rep-ის პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების, კონკრეტულად ყოფილი ტუბერკულოზის პაციენტების ჩართულობის ხელშეწყობას ტუბერკულოზის შემთხვევების მართვაში და ასევე ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%