,

თბილისის დიაგნოსტიკურ ცენტრში ღვიძლის, პანკრეასის და სანაღვლე გზების დავადებათა მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები გაიმართება

13 ნოემბერს, დიაგნოსტიკურ ცენტრში, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგი, ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი კახაბერ ქაშიბაძე და ჰეპატოლოგი სოფიო ბერიძე, სანაღვლე გზების,ღვიძლის, თირკმლის და პანკრეასის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

ჰეპატო-ბილიარული სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 2014 წლიდან დღემდე ღვიძლის გადანერგვის 15 ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.

ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან და ჰეპატოლოგთან  მიღება 11:00-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05 მის:თბილისი, ქავთარაძის ქ.23

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%