,

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალიდან მოწვეული ექიმები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

17 ნოემბერს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული ექიმების გუნდი სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის წამყვანი ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, სისხლძარღვთა (ანგიო) ქირურგი და თელავის რეფერალური ჰოსპიტალის ნევროლოგი პაციენტებს დღის განმავლობაში მიიღებენ და მათ კონსულტაციებთან ერთად საჭირო კვლევებს და მკურნალობებს დაუნიშნავენ.

უფასო კონსულტაციები 11:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება და წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 2 55 05 05 ან *05 05.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%