სიახლეები
მარნეულში სამედიცინო კორპორაცია ევექსმა ახალი პოლიკლინიკა გახსნა

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ახალი პოლიკლინიკა ქვემო ქართლში, მარნეულში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.
ახალი პოლიკლინიკის გახსნასთან დაკავშირებით 13, 14, 15 და 16 დეკემბერს ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად უფასოდ მიიღებს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს, ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ელექტროკარდიოგრამა.
მარნეულის პოლიკლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული და ადგილობრივ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ახალგახსნილ პოლიკლინიკაში და სრული სამედიცინო მომსახურება 100 %-მდე დაფინანსებით მიიღონ.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას შესთავაზებს.
სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში

15-16 დეკემბერს ივ.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკის მიმართულებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მთავარი თემა წვრილნემსიანი ასპირაციის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში – მანიპულაციის ტექნიკა და ციტოლოგიური მასალის შეფასება იქნება, სადაც ნიდერლანდების წამყვანი სამედიცინო კლინიკის, ლაბპონის პათოლოგ ანატომი – მარიელ ბრინნკჰაუსი და ციტოლოგი – მარისკა სტელარდი მოხსენებებს წაიკითხავენ.
კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ექიმები ენდოკრინოლოგიურ დარგში ერთმანეთს კლინიკურ მიღწევებს გამოცდილებებს გაუზიარებენ.
კონფერენცია სამედიცინო კორპორაცია ევექსის ორგანიზებით და საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.
სიახლეები
შეხვდი ახალ წელს Hilton ბათუმში – დაუვიწყარი თავგადასავალი ზღვისპირეთში

31 დეკემბერი თავგადასავლების და დაუვიწყარი მომენტების დღეა, რადგან ძველ წელს ვაცილებთ და ახალს ვეგებებით. თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ ახალი წლის ღამე, მაშინ თქვენს წინაშე საოცარი მომენტი დგება.
31 დეკემბერს სასტუმრო Hilton ბათუმში სპეციალური საახალწლო შოუ-პროგრამა გაიმართება. ქართველი და უცხოელი არტისტები კი, თქვენს განწყობაზე იზრუნებენ.
საახალწლო შოუ-პროგრამა დატვირთული იქნება უამრავი სიურპრიზითა და საჩუქრებით. ახალ დაქორწინებულ წყვილებს კი, წინ განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდებათ.
რაც მთავარია, სასტუმრო HIlton-ს შოუ-პროგრამაზე დამსწრე სტუმრებისათვის სპეციალური ფასდაკლება ექნება. 1 პერსონაზე სასტუმროს ნომერი 148$ ეღირება, იგივე ნომერი საუზმით – 151$.
ღონისძიებაზე ქართველ შემსრულებლებთან ერთად ბრიტანელი DJ Live Best წარსდგება. გართობა დილამდე – ეს შოუ-პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია.
შოუ-პროგრამაზე დასწრების ღირებულება 200 ლარია.
ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 568 36 12 07
შოუ-პროგრამა სრულად:
მენიუ:
სიახლეები
ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი კონსულტაციებს გამართავს

14, 15, და 16 დეკემბერს გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი, გერმანიის ცვიქაუს პარაცელსიუსის კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი ნეიროქირურგი, ფუნქციონალური ნეიროქირურგიის და ნეიროონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ასლან გერმანიშვილი ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე 21 წლამდე პაციენტებისთვის კონსულტაციებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაატარებს. ვიზიტის ფარგლებში მისივე ხელმძღვანელობით ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები.
კონსულტაციები მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 15:00 -18:00 საათამდე გაგრძელდება და წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 255 05 05 ან *0505
-
Entertainment10 months ago
Rappers are blowing up Twitter with praise for Jay Z and ‘4:44’
-
ჯანდაცვა4 months ago
მადონა ჯუღელის საერთაშორისო აღიარება
-
ინტერვიუ9 months ago
მამუკა ჩხაიძე: “თუ გინდა დასახულ მიზანს მიაღწიო, მასში დიდი საფასური უნდა ჩადო”
-
სელებრითები9 months ago
ბერა ივანიშვილი Gem Fest-ზე მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფება
-
გარდერობი9 months ago
შემოდგომის მოდური ტრენდი – დენიმის ფართეტოტიანი შარვალი: წელიდან ტერფამდე! |VENUE
-
კულტურა9 months ago
HBO-მ თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ქართული ფილმი “მძევლები” შეიძინა
-
მოდა8 months ago
ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი Victoria’s Secret-ის კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
-
Business10 months ago
The 9 worst mistakes you can ever make at work