Connect with us

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა, რაც კონკრეტულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ვერ გამოავლინეს

Published

on

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დღეს განხორციელდა მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის შეხვედრაზე ნიკა მელიას გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა, თუმცა კონკრეტულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ეს ვაჟკაცობა ვერ გამოავლინეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც დღეს ჩვენი კოლეგების, პარლამენტის კონკრეტული წევრების, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან განხორციელდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, ასეთი ქმედებებით ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო და პოლიტიკურ კულტურას წინ ვერ წავწევთ და შესაბამისად ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.

არჩევნებამდე ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული დაპირებებით წარვდექით, მათ შორის იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ის, რომ ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ – არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის.

მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა კონკრეტულმა კოლეგა დეპუტატებმა ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ვერ გამოავლინეს, თუმცა ჩვენთვის მთავარია, გავყვეთ ჩვენს დადებით დღის წესრიგს, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც გვაქვს ჩამოყალიბებული უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და სიღრმისეულად განვიხილოთ ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ.

მთავრობის ამ შემადგენლობასთან ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ იმ გეგმებზე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს დასახული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსა და მთავრობის ამ შემადგენლობას მობრძანებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.

Continue Reading
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

პოლიტიკა

პრემიერი: ადამიანს ხანდახან ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

Published

on

By

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დღეს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა.

„მე ვთქვი წინა შეხვედრაზე და ახლაც არ მინდა უმრავლესობასთან გვერდი ავუარო ამ საკითხს, ვინაიდან სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს.

სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ემოციური პასუხის გაცემა. ნამდვილად ვნანობ ამას, არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. მათ სამწუხაროდ ეს მოახერხეს, მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ ვუხდი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ​​მაქსიმალურად უნდა მოხდეს საზოგადოების დეპოლზიაცია.

„უნდა შევძლოთ, რომ ჩვეულებრივ ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებს და სხვებსაც, რომ მათ იგრძნონ საკუთარი თავი ამ თემების ნაწილად. ​​საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი მთავრობის მომავალი საქმიანობის უმთავრესი ქვაკუთხედი. ჩვენ შევქმნით პლატფორმებს, სადაც შესაძლებელი იქნება, ადამიანებმა ცივილურად ისაუბრონ, გამოთქვან შენიშვნები, მაგრამ იმ ფორმით, როგორც ეს ცივილიზაციურ სამყაროშია მიღებული. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ დიალოგის, საუბრის სტანდარტი. ჩვენ არ გვინდა ქება-დიდება მთავრობის, ჩვენ გვინდა, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა გზით წავიდეთ მომავალში. ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უკლებლივ ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში“, – აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.

Continue Reading

პოლიტიკა

ინაშვილი: იმ საქართველოს რა ვუთხარი, ნიკა მელია რომ გაგიბლატავდებათ

Published

on

By

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვაზე ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ეს არის შედეგი იმისა, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ დასაჯა დამნაშავეები.

შედეგი არის ის გონორი, ის ამბიცია, ის თავხედობა, რასაც ადგილი ჰქონდა ამ დარბაზში ცოტა ხნის წინ. პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი არის თქვენზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, რომლებმაც გააცოცხლეთ ეს ხალხი, დატოვეთ პოლიტიკურ ლიდერებად და ფიგურებად, დღეს აღიარებთ სტრატეგიულ პარტნიორებად და გსიამოვნებთ, ეტყობა, მათთან ასეთ სტილში მუშაობა და სტრატეგიული პარტნიორობა. ჰოდა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ბოკერიაც და ნიკა მელიაც, იმ საქართველოს რა ვუთხარი, ნიკა მელია რომ გაგიბლატავდებათ,”- მიმართა კვირიკაშვილს ინაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა. პრემიერმა ნიკა მელიას აგინა.

დაპირისპირება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

Continue Reading

პოლიტიკა

ევროკომისია – საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს

Published

on

By

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს და აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, – ამის შესახებ ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ევროკომისია აფასებს ვიზების ლიბერალიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას რვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არალეგალური მიგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ დარჩენისა და წევრ სახელმწიფოებში შესვლაზე ნათქვამი უარის მაჩვენებლები სტაბილურ ნიშნულზეა.

„2016 წლის მეორე ნახევრისა და 2017 წლის შუარიცხვების სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არ გაზრდილა. ევროკავშირში შესვლაზე ნათქვამი უარის შემთხვევები 39%-ით არის შემცირებული. 2015 წელს ეს რიცხვი 1330-ს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს 810-ს. 3%-ით არის შემცირებულია ასევე ევროპაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვიც. 7,2 პროცენტით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ევროკავშირს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მიმართა. 2015 წელს მათი რაოდენობა 8110 იყო, ხოლო 2016 წელს – 8700.

ამასთან, უცვლელი დარჩა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ევროპაში თავშესაფარი მიიღო. 2015 წელთან შედარებით, 12%-ით არის შემცირებული საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორია დატოვება მოსთხოვეს. ამავდროულად, მოქალაქეთა 55.90%-მა ეს მოთხოვნა შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნებულთა მაჩვენებელი შედარებით მოკრძალებულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რეადმისიის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობას შესანიშნავი უწოდეს. 2016 წელს რეადმისიის შესახებ მოთხოვნათა უმრავლესობა საქართველოს მთავობამ შეასრულა“ – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიაში ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს 2016-2020 წლების საიმიგრაციო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებაში პროგრესს მიაღწია და აგრძელებს ვიზების ლიბერალიზაციის ვალდებულებების შესრულებას.

„საქართველომ ჩაატარა საერთო ეროვნული საინფორმაციო კამპანია და უვიზო რეჟიმის წესების ტრენინგი. ასევე, მონიტორინგს უწევს შენგენის ზონაში მოგზაურობებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დროს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში უარყოფილია.

„ამის მიზეზად ხშირად ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ. ეს შეშფოთების საგანია და რეაგირებას საჭიროებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

Continue Reading
საზოგადოება10 months ago

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საგრანტო კონკურსების, კონფერენციებიsს ვორკშოპების, სემინარების,  სეზონური სკოლებისა და სხვადასხვა სტუდენტური და საერთაშორისო პროექტების შემუშავებას ისახავს მიზნად თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი...

მსოფლიო10 months ago

Associated Press-ი – აშშ-ი ერაყში 4000 სამხედროს დატოვებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან ჯარის ნაწილის გამოყვანა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ი ერაყის მთავრობის ორ...

სპორტი10 months ago

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება​ – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ტალახაძემ გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ძალოსანი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ...

ჯანდაცვა12 months ago





მადონა ჯუღელის საერთაშორისო აღიარება

კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრის, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს...

პოლიტიკა12 months ago

პრემიერი: ადამიანს ხანდახან ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დღეს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების...

პოლიტიკა12 months ago

ირაკლი კობახიძე – მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა, რაც კონკრეტულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ვერ გამოავლინეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დღეს განხორციელდა მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი...

მსოფლიო12 months ago

აშშ-ის კონგრესმა გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაც დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაცდაუჭირა მხარი. „ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება“, – განაცხადა ტრამპმა...

ტექნოლოგიები12 months ago

მესენჯერში 4K რეზოლუციის ფოტოების გაგზავნა და მიღება მალე გახდება შესაძლებელი

მესენჯერში ყოველთვიურად 17 მილიარდზე მეტი ფოტო იგზავნება. მიუხედავად ამ მონაცემისა, მომხმარებლები ხშირად თავს ვიკავებთ პლატფორმით სარგებლობისგან, რადგან ვიზუალური მასალის ხარისხი მესენჯერში...

ტექნოლოგიები12 months ago

ფეისბუქი სუიციდის პრევენციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებს

ფეისბუქი თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, სუიციდის პრევენციას კიდევ ერთხელ შეეჭიდა. კომპანია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებაზე, რომელსაც გარკვეულ დონეზე უკვე შეუძლია, ამოიცნოს ადამიანის თვითმკვლელობისადმი...

ტექნოლოგიები12 months ago

მესენჯერი ბავშვებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში მესენჯერის საბავშვო ვერსია Messenger Kids ჩაეშვა. მშობლები ნერვიულობენ ბავშვების უსაფრთხოებაზე და ხშირად არ აძლევენ მათ სოციალურ ქსელში დარეგისტრირების...

რეიტინგული