Connect with us

მსოფლიო

Associated Press-ი – აშშ-ი ერაყში 4000 სამხედროს დატოვებს

Published

on

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან ჯარის ნაწილის გამოყვანა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

Associated Press-ი ერაყის მთავრობის ორ მაღალიჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ერაყის მთავრობასა და საერთაშორისო კოალიციას შორის, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს, ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყს ამერიკელი სამხედროების 60 პროცენტი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 900 ჯარისკაციდან ქვეყანაში მხოლოდ 4 ათასი დარჩება, რომლებიც ერაყელ სამხედროებს გადაამზადებენ.

ამერიკის მთავრობამ ერაყიდან ჯარის გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია.

Continue Reading
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესმა გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაც დაუჭირა მხარი

Published

on

By

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაცდაუჭირა მხარი.

„ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც კონგრესმენებისადმიმადლიერების გამოსახატავად მოეწყო.

ხელმეორე კენჭისყრით 224 ხმით 201-ის წინააღმდეგ მხარდაჭერილი კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

ოთხშაბათს დილით სენატმა დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მხარდაჭერა დაადასტურა. 51-ით 48-ის წინააღმდეგ გამარჯვება ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავად გამოაცხადა, რომელიც ესწრებოდა კიდეც კენჭისყრას.

კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ კანონპროექტს მხარი სამშაბათსაც დაუჭირა, თუმცა ტექნიკური დეტალების ცვლილების გამო, განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.

კანონპროექტის მიხედვით, ბიზნესის გადასახადი მკვეთრად დაიკლებს და შემოსავლების 35%-დან 21%-ზე ჩამოვა.

კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ეკონომისტების გათვლებით, გადასახადების შემცირება აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს მომდევნო 10 წელიწადში, 1,4 ტრილიონით დოლარით გაზრდის.

დემოკრატები ამტკიცებენ, რომ რეფორმით მხოლოდ მდიდრები და მსხვილი ბიზნესი იხეირებს.

Continue Reading

მსოფლიო

რამზან კადიროვი აშშ-ის „შავ სიაში“ მოხვდა

Published

on

By

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აშშ-ის „შავ სიაში“ მოხვდა. კერძოდ, კადიროვი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ კადიროვი „ადამიანებთან სასამართლოს გვერდის ავლით ანგარიშსწორებაში, წამებასა და ადამიანის უფლებების სხვა უხეშ დარღვევებშია ეჭვმიტანილი.

გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ პირთა სიას, ვისაც აშშ-ში ჩასვლა აეკრძალება და ფინანსური ანგარიშები გაეყინება, ასევე დაემატება აიობა კატაევი, იულია მაიროვა, ანდრეი პავლოვი და ალექსეი შეშანი. ამ მოქალაქეთა თანამდებობები ნუსხაში მოყვანილი არ არის.

ე.წ. მაგნიტსკის კანონი აშშ-მა 2012 წელს მიიღო. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის ხელისუფლების აზრით, რუსეთში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან არის დაკავშირებული. ბოლოს აშშ-მა „მაგნიტსკის სია“ შარშან იანვარში განაახლა.

სერგეი მაგნიტსკი, რომლის სახელსაც ატარებს კანონი, საინვესტიციო ფონდ „Hermitage”-ის იურისტი გახლდათ, რომელიც 2009 წელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. მის სიკვდილში რუს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.

Continue Reading
საზოგადოება6 months ago

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საგრანტო კონკურსების, კონფერენციებიsს ვორკშოპების, სემინარების,  სეზონური სკოლებისა და სხვადასხვა სტუდენტური და საერთაშორისო პროექტების შემუშავებას ისახავს მიზნად თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი...

მსოფლიო6 months ago

Associated Press-ი – აშშ-ი ერაყში 4000 სამხედროს დატოვებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან ჯარის ნაწილის გამოყვანა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ი ერაყის მთავრობის ორ...

სპორტი6 months ago

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება​ – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ტალახაძემ გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ძალოსანი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ...

ჯანდაცვა8 months ago





მადონა ჯუღელის საერთაშორისო აღიარება

კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრის, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს...

პოლიტიკა8 months ago

პრემიერი: ადამიანს ხანდახან ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დღეს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების...

პოლიტიკა8 months ago

ირაკლი კობახიძე – მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა, რაც კონკრეტულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ვერ გამოავლინეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დღეს განხორციელდა მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი...

მსოფლიო8 months ago

აშშ-ის კონგრესმა გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაც დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაცდაუჭირა მხარი. „ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება“, – განაცხადა ტრამპმა...

ტექნოლოგიები8 months ago

მესენჯერში 4K რეზოლუციის ფოტოების გაგზავნა და მიღება მალე გახდება შესაძლებელი

მესენჯერში ყოველთვიურად 17 მილიარდზე მეტი ფოტო იგზავნება. მიუხედავად ამ მონაცემისა, მომხმარებლები ხშირად თავს ვიკავებთ პლატფორმით სარგებლობისგან, რადგან ვიზუალური მასალის ხარისხი მესენჯერში...

ტექნოლოგიები8 months ago

ფეისბუქი სუიციდის პრევენციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებს

ფეისბუქი თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, სუიციდის პრევენციას კიდევ ერთხელ შეეჭიდა. კომპანია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებაზე, რომელსაც გარკვეულ დონეზე უკვე შეუძლია, ამოიცნოს ადამიანის თვითმკვლელობისადმი...

ტექნოლოგიები8 months ago

მესენჯერი ბავშვებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში მესენჯერის საბავშვო ვერსია Messenger Kids ჩაეშვა. მშობლები ნერვიულობენ ბავშვების უსაფრთხოებაზე და ხშირად არ აძლევენ მათ სოციალურ ქსელში დარეგისტრირების...

რეიტინგული