Search Results for:

  • ,

    მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და უცხოელ კარდიოქირურგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ბავშვთა კარდიოქირურგიულ დეპარტამენტსა და იტალიის წამყვან კლინიკა „ბამბინო გესუს“ („Bambino Gesu“) და ჩინეთის „ჰებეის ბავშვთა ჰოსპიტალის“ (Hebei Provincial Children’s Hospital) კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იტალიელ და ჩინელ კოლეგებთან მემორანდუმის გაფორმების მიზანია კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის ერთობლივი ტრენინგ-პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევების ერთობლივი მართვა და ახალგაზრდა ქართველი ექიმების სწავლება […]

  • ,

    გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს

    გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, წურწუმიების ოჯახში თავდამსხმელები შეიჭრნენ, რომელთაც ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლეს. ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლულ მამაკაცს გალში რამდენიმე დღის წინ უთანხმოება მოუვიდა და ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ე.წ. “მილიცია” მუშაობს.

  • ,

    ეგზიტპოლი: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას 80%-მა დაუჭირა მხარი

    9 აპრილს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ჩატარდა რეფერენდუმი. ეგზიტპოლის მიხედვით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ამომრჩეველთა 80 პროცენტმა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთისთვის ალანიას რესპუბლიკის დარქმევას. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკაში უკვე დაიხურა საარჩევნო უბნები. წინასწარი შედეგების გამოცხადება ადგილობრივი დროით 23 საათიდან დაიწყება. ეგზიტპოლების მიხედვით, ამომრჩეველთა 45,8 პროცენტმა ხმა მისცა მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, მეორე ადგილზეა 36,9 პროცენტით […]

  • ,

    ინტერვიუ ზაზა ავალიანთან: “გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად”

    გთავაზობთ ინტერვიუს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორთან ზაზა ავალიანთან: “გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად” ✔ თემები: ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე ბავშვთა განყოფილების ახალი კორპუსის გახსნა მიღწევები და გამოწვევები ტუბერკულოზის მკურნალობის სფეროში

  • ,

    ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

    ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა. საქმე 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) აღიძრა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ლილოდან მოდიოდა.

  • ,

    მზადება ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალესთვის

    ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარსადგენი პროექტი, სახელწოდებით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“  უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში იტალიაში გაიზავნება. ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია. ამჟამად, მიმდინარეობს სახლის დაშლის პროცესი. ინსტალაცია, რომელიც ვენეციაში გაიგზავნება, საქართველოს ეროვნულ პავილიონში დაიდგმება.  პავილიონი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა […]

  • ,

    საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    სამედიცინო კორპორაცია ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და „სამედიცინო კორპორაცია ევექს“ შორის. მემორანდუმის თანახმად კორპორაციის თანამშრომლები ხელფასიდან განახორციელებენ  ყოველთვიურ  ნებაყოფლობით დონაციას  სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად.  გარდა ამისა, სამედიცინო კორპორაცია ევექსმა სურვილი გამოთქვა  სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისთვის წლის განმავლობაში 80 რადიოლოგიური კვლევა ჩაატაროს უსასყიდლოდ.

  • ,

    კონსულტაციები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

    31 მარტს 11:00 -16:00 სთ-მდე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული, ბავშვთა ორთოპედი თინათინ ანთაძე კონსულტაციებს ჩაატარებს. მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05

  • ,

    ასათიანი: დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!

    თოქ-შოუ “პროფილის” ფეისბუქგვერდზე გადაცემის წამყვანის მაია ასათიანის მიმართვა ვრცელდება. “დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას! ვიცი, რომ ეს მომგებიანი და ყველაზე “გაყიდვადი” თემაა თქვენთვის! წლების მანძილზე მიმწარებდით ცხოვრებას და ჩუმად ვიყავი! ახლა შეგაკვდებით და ვიბრძოლებ ბოლომდე, თუ კიდევ ერთ მსგავსს “ნიუსს” ვნახავ – სასამართლოში შევხვდებით!”, – წერს ასათიანი.

  • , ,

    მადონა ჯუღელი, ექიმი, რომელსაც უნდა იცნობდეთ – “უნდა ეცადო რომ პაციენტთან გამჭირვალე იყო”

      მასთან ინტერვიუს ჩაწერა ადვილი არ იყო. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა პაციენტების რიგი გავარღვიე და მადონა ჯუღელსაც შევხვდი. ინტერვიუ დილის 9 საათზე დაიწყო. 10-ზე უკვე პირველ პაციენტს ელოდებოდა, ამიტომ დროში უნდა ჩავტეულიყავი.   არის ხოლმე მომენტები, როცა გგონია რომ რიგით რესპონდენტთან მიდიხარ და ინტერვიუდან აღფრთოვანებული ბრუნდები, მადონა ჯუღელი სწორედ ასეთი შემთხვევაა.   ექიმი გინეკოლოგი […]