Search Results for:

  • ,

    ბავშვთა დღესასწაული ტუბერკულოზის ცენტრში – ფოტოამბავი

    ბავშვთა საერთაშორისო დღე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში განსაკუთრებულად აღნიშნეს. ბავშვთა განყოფილებაში ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ბავშვებმა მთელი დღე ანიმატორებთან ერთად გაატარეს და ცენტრისგან საჩუქრებიც მიიღეს. დღის ბოლოს ბავშვები მამაომ დალოცა. ღონისძიებებში ცენტრის თანაშრომლები და დირექტორი ზაზა ავალიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, წელს პირველად, 1 ივნისს, ბავშვთა განყოფილების […]

  • , ,

    მხიარული 1 ივნისი იაშვილის საავადმყოფოსა და ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში

    საზეიმო ვითარებაში აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში. პატარა პაციენტებს სიურპრიზებს ცნობილი ადამიანები და ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი ანიმატორები  უწყობენ.  ორივე კლინიკის  500-ზე მეტ პაციენტს საჩუქრები და მხატვრული ლიტერატურა გადაეცათ.  იაშვილისა და ციციშვილის კლინიკებში პაციენტების გართობა  დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.  

  • ,

    უფასო სამედიცინო კონსულტაციები მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

    1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბავშვთანევროლოგი, ნეფროლოგი, პედიატრი,ორთოპედი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ალერგოლოგი და  ოტოლარინგოლოგი უფასო კონსულტაციებსა და გასინჯვებსჩაატარებენ. აქციის ფარგლებში  საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სისხლის  და შარდის საერთო ანალიზები და კარდიოექოსკოპია. ასევე, კონსულტაციის დღეს ჩატარდება ქალთა გინეკოლოგიური გასინჯვები და ექოკსოპია. აქცია 10:00-16:00 სთ-მდე  გაგრძელდება და მონაწილეობის […]

  • ,

    საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს

    თბილისში რიგით მეოთხე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია მართავენ. კონფერენცია მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებს. 2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით არის დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გინეკოლოგიური ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, დერმატო-ონკოლოგია, თანდაყოლილი […]

  • ,

    მეიოს კლინიკის წარმომადგენლები კრიტიკული მედიცინისა და ტრავმის მიმართულებით 3 დღიან ტრენინგებს ჩაატარებენ

    საქართველოში მსოფლიოში ერთ–ერთი ლიდერი ამერიკული კლინიკის – „მეიოს კლინიკის“ ტრენერები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ დიაგნოსტიკურ ცენტრში 16, 17 და 18 მაისს უცხოელი კოლეგები ტრენინგებს: კრიტიკული მედიცინის ფუნდამენტურ საფუძვლებში (FCCS); პედიატრიული კრიტიკული მედიცინის ფუნდამენტურ საფუძვლებსა (PFCCS) და ტრავმა-ქირურგიის მიმართულებით ჩაატარებენ. ტრენინგებს ქსელის გადაუდებელი მედიცინის ექიმები (ER), ტრავმატოლოგები, თერაპევტები, პედიატრები და სხვადასხვა მიმართულების ექიმები დაესწრებიან. […]

  • ,

    12 მაისი ექთნების დღეა

    12 მაისს მსოფლიო ექთნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კვალიფიციური ექთანი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ჯანდაცვის მუშაკთა ამ რგოლის უფლება-მოვალეობები თანამედროვე მედიცინაში გაზრდილია და მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის მკურნალობის სწორი მართვა. საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს, მათი უმეტესობა ქალია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ექთნის პროფესია გენდერულ ბალანსს ინარჩუნებს. 12 მაისი საზეიმო […]

  • ,

    ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ომის ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება

    10 მაისს ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ომის ვეტერანებისთვის ძვალსახსროვანი დაავადებების გასინჯვები და რენტგენოლოგიური კვლევები უფასოდ ჩატარდება. უფასო სამედიცინო კონსულტაციები „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“ ლუბლიანას ქ. #21-ში ჩატარდება.  პაციენტების მიღება 10:00-დან 16:00 სთ-მდე გაგრძელდება. მიმდინარეობს  წინასწარი ჩაწერა:  +995 32 2 55 05 05.

  • ,

    GEM fest გინესების რეკორდსმენი – 14 ივლისს მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი გაიხსნება

    ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 3 მაისს ანაკლიაში მედიატური გაიმართა. ქართული მედიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების საერაშორისო განვითარების ცენტრის (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს ადგილზე გაეცნენ. პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხერში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEM Fest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და […]

  • ,

    ახალი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი #ოფისი თამბაქოს გარეშე

    “სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, რომელიც საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია მიესალმებაქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრებას და სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პროგრამასიწყებს. თანამშრომლები, რომლებიც თამბაქოსადმი თავის დანებების სურვილს გამოთქვამენ, სამედიცინო და არასამედიცინო აქტივობების დახმარებით ნიკოტინ დამოკიდებულების მოხსნაში კომპანია ყოვლად უსასყიდლოდ დაეხმარება. ახალი კამპანია სახელწოდებით „ოფისი თამბაქოს გარეშე“ დღეიდან დაიწყო.   აქციის ფარგლებში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“  სპეციალური სამკურნალო პროგრამა შეიმუშავა, […]

  • ,

    ევექსი ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა

    22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში ევექსის ქსელში არსებული რეფერალური ჰოსპიტალები ჩაერთვნენ. თბილისში, იაშვილის საავადმყოფოსა და ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ათეულობით თანამშრომელმა მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავა. დასუფთავების აქციას ევექსის ქსელის ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თელავის რეფერალური ჰოსპიტლებიც შეუერთდნენ.   ღონისძიების ფარგლებში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ თანამშრომლებმა ჯამში 12 ჰა-ს ფართობის […]